თავში

სოსო ფხაკაძე: კონგრესმენების წერილები არ გვაშფოთებს

სოსო ფხაკაძე: კონგრესმენების წერილები არ გვაშფოთებს
სოსო ფხაკაძე: კონგრესმენების წერილები არ გვაშფოთებს

ეს წერილები არ გვაშფოთებს, ჩვენ იმდენად მსხვილი ორგანიზაცია ვართ, რომ ქვეყნის ეკონომიკის პულსზე გვიდევს ხელი და მაჯისცემას კარგად ვგრძნობთ, – ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ ბიზნესგარემოზე კონგრესმენების წერილების გავლენასთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

სოსო ფხაკაძე ამბობს, რომ 2019 წელი ასოციაციის წევრი ბიზნესის მხრიდან კარგად არის შეფასებული. მისივე ინფორმაციით, ბიზნესგარემოსთან დაკავშირებით ასოციაცია საკუთარი წევრების გამოკითხვის საფუძველზე ინდექსს გამოაქვეყნებს.

ბიზნესგარემოზე საუბრისას უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ორ თვეში ჩვენი წევრების გამოკითხვის საფუძველზე გამოაქვეყნებს ინდექსს, რომლის თანახმად, 2019 წელი წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად პოზიტიური იყო“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

რაც შეეხება კონკრეტულ საქმეებს, ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის ამბობს, რომ ხშირად საჯარო სივრცეში არსებული ინფორმაციის აღქმა საზოგადოების მხრიდან სხვანაირად ხდება. ის დარწმუნებულია, რომ კონკრეტული ქეისების განხილვა ევროპის სასამართლოში მიმდინარეობს და ობიექტური გადაწყვეტილება მიიღება.

ეს წერილები არ გვაშფოთებს. ჩვენ იმდენად მსხვილი ორგანიზაცია ვართ, რომ ქვეყნის ეკონომიკის პულსზე გვიდევს ხელი და მაჯისცემას კარგად ვგრძნობთ. პირდაპირ გეტყვით, კვლევები აჩვენებს, რომ 2019 წელი ბიზნესის მხრიდან კარგად არის შეფასებული. 2020 წელს გავაკეთებთ იმას, რასაც ვაკეთებდით წინა წლებში, გავაგრძელებთ ბრძოლას და განვითარებას კომპანიებისა, რომლებიც ჩვენს ასოციაციაში არიან. დავეხმარებით, რომ უფრო მეტი ინვესტიცია ჩაიდოს და სამუშაო ადგილები შეიქმნას. ყველამ უნდა აკეთოს საკუთარი საქმე”, – განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა.

წყარო:BM.GE

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system