თავში

სოციალური დაცვის გრძელვადიანი სტრატეგიის შექმნას ითხოვენ

სოციალური დაცვის გრძელვადიანი სტრატეგიის შექმნას ითხოვენ
სოციალური დაცვის გრძელვადიანი სტრატეგიის შექმნას ითხოვენ

"ქვეყნის სოციალური დაცვის სისტემის გრძელვადიან განვითარებაზე ფართო საზოგადოებრივი შეთანხმების მიღწევა ნაკლებად უნდა იყოს დამოკიდებული მიმდინარე პოლიტიკურ კონტექსტსა და საარჩევნო ციკლებზე. გრძელვადიან ხედვაზე დაფუძნებული „საგზაო რუკა“ საჭიროა, რათა ქვეყნის განვითარება სოციალურ და ჯანმრთელობის სფეროში მკვეთრი რყევების გარეშე და, რაც მთავარია, თანმიმდევრულად ხორციელდებოდეს," - ამის შესახებ აღნიშნულია ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC), შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს,USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივით (GGI) შექმნილ დოკუმენტში, რომლის ავტორთა დასკვნით, საქართველოს სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სისტემების განვითარების ერთ-ერთი ძირითადი შემაფერხებელი ფაქტორი ამ სფეროებში ფართო საზოგადოებრივ კონსენსუსზე დამყარებული გრძელვადიანი ხედვის უქონლობაა. ეს პუბლიკაცია დაფინანსებულია ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით. პუბლიკაციის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) და იგი არ ასახავს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მოსაზრებებს.

"ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში. ამის შედეგი იყო არათანმიმდევრული, ზოგ შემთხვევაში კი წინააღმდეგობრივი რეფორმები, რომელიც იმ მომენტისათვის ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალის, ან დამფინანსებელი ორგანიზაციების იდეოლოგიურ, ინსტიტუციონალურ, თუ ინდივიდუალურ პრეფერენციებს ემყარებოდა. ასეთ რეფორმებს ხშირად ვერ მოქონდა და მოაქვს მოსალოდნელი და ჩვენი საზოგადოებისათვის სასურველი შედეგი. „სოციალური დაცვის სისტემის განვითარების სტრატეგიული ხედვა“ მოიცავს ავტორთა შორის შეჯერებულ ძირითად დებულებებს, რომელთაც, ჩვენი აზრით, უნდა დაემყაროს ქვეყნისა და საზოგადოებისათვის ოპტიმალური სოციალური დაცვის მოდელის შექმნა. იმავდროულად, დოკუმენტს არა აქვს პრეტენზია სრულად აღწეროს ეს მოდელი და არ გვთავაზობს მისი დანერგვის დეტალურ გეგმას, რომელიც უკვე ამ პროცესის მეორე ეტაპია. დეტალური გეგმის განხორციელების აუცილებელი წინაპირობაც სწორედ აქ მოცემულ ფუძემდებლურ დებულებებზე მაქსიმალურად ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის მიღწევაა. 

"სოციალური დაცვის მექანიზმებმა უნდა უზრუნველყონ ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლების – ცხოვრების მისაღები სტანდარტის – მიღწევისა და შენარჩუნების შესაძლებლობის თანაბრობა (equity) საზოგადოების ყველა წევრისთვის. მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებლობათა თანასწორობის (equal opportunities) პირობათა შექმნამ შეიძლება ვერ უზრუნველყოს ცხოვრების მისაღები სტანდარტის მიღწევა და შენარჩუნება საზოგადოების ყველა წევრისთვის. ცხოვრების მისაღები სტანდარტი უნივერსალურია, ამ სტანდარტის შესანარჩუნებლად გამოყენებული სოციალური დაცვის მექანიზმები კი – მიზნობრივი. ცხოვრების მისაღები სტანდარტი დინამიურია, ანუ იგი შეიძლება დროთა განმავლობაში შეიცვალოს. ცხოვრების მისაღები სტანდარტის მიუღწევლობის ან ამ დონიდან დაქვეითების რისკის პრევენციაში პირველადია ინდივიდის განათლება, შრომა და პირადი პასუხისმგებლობა. საზოგადოება ხელს უწყობს ინდივიდს მიიღოს განათლება, იშრომოს და იყოს პროდუქტიული და მიაღწიოს ინდივიდისთვის სასურველ ცხოვრების დონეს. ასევე, საზოგადოებრივი სოლიდარობის, ანუ ურთიერთმხარდაჭერის ფორმები ახდენს იმ რისკების პრევენციას, რომლებიც ინდივიდუალურად არ იმართება. სოციალური დაცვის მექანიზმები მიმართულია იმ რეალიზებული სოციალური რისკის შედეგების ზემოქმედების შესუსტებასა და დაძლევაზე, რომელიც დგება ინდივიდის და/ ან საზოგადოების მიერ მათ პრევენციაზე მიმართული ძალისხმევის მიუხედავად.საზოგადოებას, საერთო შეთანხმებით, შეუძლია აიღოს დამატებითი ვალდებულებები სოლიდარობის პრინციპიდან და ჰუმანური მოსაზრებებიდან გამომდინარე," - ხაზგასმულია დოკლუმენტში. 

აქვე განმარტებულია, რომ სოციალური დაცვის სისტემის სამართავ ძირითად სოციალურ რისკებს მიეკუთვნება: 

1. ცხოვრების მისაღები სტანდარტის მისაღწევად ან შესანარჩუნებლად აუცილებელი შემოსავლების უქონლობა, რაც ძირითადად, ეხება ასაკის გამო უმუშევარ ადამიანებს, შრომისუუნაროებს ან უმუშევრებს და მათ, ვინც დაკარგეს მარჩენალი. 

2. ბავშვების დაბადებასა და ზრდა-განვითარებასთან დაკავშირებული განსაზღვრული საჭიროებების დაკმაყოფილება, რაც პოტენციურად შეიცავს ცხოვრების მისაღები სტანდარტის მიუღწევლობის ან ამ დონიდან დაქვეითების რისკს; 

3. ჯანმრთელობის შენარჩუნების აუცილებლობა (ან მასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვა)

4. რაც პოტენციურად შეიცავს ცხოვრების მისაღები სტანდარტის მიუღწევლობის ან ამ დონიდან დაქვეითების რისკს.

აქვე ვკითხულობთ, რომ სოციალური რისკების მართვის მექანიზმებია: ინდივიდუალურ-არაფორმალური, ინდივიდუალურ-ფორმალური (ე.წ. „საბაზრო“) და სახელმწიფო. სახელმწიფო მექანიზმი გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც ინდივიდუალური მექანიზმები ვერ უზრუნველყოფენ რისკების სათანადო მართვას და მოიცავს სამ ძირითად კომპონენტს: 

1. საპენსიო სქემას (ებს) 

2. სოციალური დახმარების პროგრამას 

3. სოციალური სერვისების (მომსახურების) პროგრამას.

"არსებული ბაზისური საპენსიო სქემა, რომელიც თავისი არსით წარმოადგენს უნივერსალურ ნულოვან საპენსიო სვეტს, ანუ დემოგრანტის პრინციპზე დამყარებულ უნივერსალურ ასაკობრივ შემწეობას, შენარჩუნდება, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ტრანსფორმირდება მიზნობრივ ნულოვან სვეტად.არსებული დაგროვებითი საპენსიო სქემა თავისი არსით წარმოადგენს სავალდებულო შენატანებზე დაფუძნებულ მეორე სვეტს. ამ სქემის მომავალზე ჯგუფის ფარგლებში ერთიანი პოზიციის შეჯერება ვერ მოხერხდა. ხელი უნდა შეეწყოს ნებაყოფლობით შენატანებზე დაფუძნებული მესამე სვეტის განვითარებას, მიუხედავად იმისა, თუ როგორი ხედვა ჩამოყალიბდება საბოლოოდ მეორე სვეტთან მიმართებაში. საპენსიო ასაკის ადმიანებისათვის, მიზნობრიობის პრინციპის გათვალისწინებით, უნდა შენარჩუნდეს არა-ფინანსური მეოთხე სვეტის კომპონენტებიც, როგორიცაა სხვა სოციალურ პროგრამებზე (მაგალითად, ჯანმრთელობის სფეროში) ხელმისაწვდომობა. არსებული სოციალური დახმარების პროგრამებში ძირითადი კომპონენტია საარსებო ოჯახური შემწეობა, რომელიც მიზნობრივია და შესაბამისობაშია მე-2 დებულების პირველ პრინციპთან. ეს პროგრამა უნდა შენარჩუნდეს, ოღონდ ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობით, საშუალოვადიან პერსპექტივაში მისი ადმინისტრირება, ფისკალურ პასუხისმგებლობასთან ერთად, უნდა გადავიდეს მუნიციპალურ დონეზე და შეჯერდეს იმავე ბენეფიციარებისათვის მუნიციპალურ დონეზე განსაზღვრული სოციალური მომსახურების სხვა სახეობებთან," - განმარტებულია დოკუმენტში, რომლის კიხედვითაც, სოციალური სერვისების დეცენტრალიზაცია სახელმწიფო პრიორიტეტია, ოღონდ მუნიციპალურ დონეზე ადამიანური და ფისკალური რესურსების შეზღუდულობის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, კონკრეტული სერვისის ცენტრალურ დონეზე აწყობა და შემდეგ ადგილობრივ დონეზე მისი გადაცემა ეტაპობრივად, შემდეგი პრინციპების დაცვით: 

1. სათანადო ადამიანური და ფისკალური რესურსების უზრუნველყოფა; 

2. სერვისის სტანდარტის დადგენა; 

3. სახელმწიფოს მიერ სერვისის მიწოდების კონტროლი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system