თავში

სოციალური გაზის ეფექტი მოსახლეობისა და თბოელექტროსადგურებისთვის

სოციალური გაზის ეფექტი მოსახლეობისა და თბოელექტროსადგურებისთვის
სოციალური გაზის ეფექტი მოსახლეობისა და თბოელექტროსადგურებისთვის

აზერბაიჯანთან სოციალური გაზის სატარიფო ოპტიმიზაციის მიღწევით როგორც მოსახლეობა, ასევე სახელმწიფო დიდ სარგებელს მიიღებს. ამის შესახებ report.ge-თან ენერგეტიკოსმა გია არაბიძემ განაცხადა. გარდა იმისა, რომ ბიზნესს გაზის გადასახადი არ გაუძვირდება, მოსახლეობისთვის ეს არის გარანტია, რათა გაზმომარაგეობაში პრობლემა არ შეექმნას. ხოლო სახელმწიფოს, როგორც არაბიძე განმარტავს, შეეძლება თამამად დატვირთოს თბოელექტროსადგურები, რომ არც ელექტრომომარაგებაში გაჩნდეს პრობლემა და მაქსიმალურად შემცირდეს იმპორტი.

,,ცხადია, სწორედ ქართულ-აზერბაიჯანული შეთანხმების შედეგად მოხერხდა, რომ სოციალური გაზის წილი გაიზრდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფოს უნდა ეყიდა გაცილებით მეტი რაოდენობის იმპორტული ენერგია, ამ შესაძლებლობით კი ენერგომომარაგების სტაბილურობა გამყარდა  და ამ მხრივ ქვეყანას პრობლემა არ ექნება.  დამატებითი 200 მლნ კუბ/მ გაზი, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს შემოსავალი იზრდება და მას არ მოუწევს შესასყიდი ფასის შემცირება იმისთვის, რომ ტარიფი შენარჩუნებული იქნას. როგორც წესი, სოციალური გაზი, შეღავათიანი შესყიდვების შესაბამისად, საკმაოდ დაბალ ფასში მიეწოდება მომხმარებელს. შედარებისთვის,თუ კომერციული გაზის ფასი 255 დოლარია 1000 კუბ/მ-ზე, სოციალური გაზი სახელმწიფომ შეიძლება შეისყიდონ 165 დოლარამდე, რაც დიდი შეღავათია. ცხადია, ამით შესაძლებელია, რომ გაზის არსებული ტარიფი შევინარჩუნოთ და თბოელექტროსადგურებსაც მივაწოდოთ იმ ფასად, რომ მათ მიერ გამომუშავებული ელექტრული ენერგიის ღირებულება ჩვენთვის მისაღები იყოს. სახელმწიფო ამის საშუალებით მომარაგების სტაბილურობის მყარ გარანტიას იძლევა და ამავე დროს შესაძლებელია ტარიფის შენარჩუნება. თავის დროზე, სწორედ სოციალური გაზის რესურსის გამოყენებით გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ააშენა თბოსადგურები: გარდაბანი 1 და გარდაბანი 2 ანუ სოციალური გაზის ფასთაშორისი სხვაობით და სააბოლოოდ დიდი მოგების მქონე თბოელექტროსადგური მივიღეთ. ამდენად, სახელმწიფოსთვის ეს არის, პირველ რიგში, მოსახლეობის უზრუნველყოფა, მეორე რიგში, მიწოდებისა და ტარიფის სტაბილურობა", - აცხადებს გია არაბიძე.

როგორც ენერგეტიკოსი განმარტავს, 200 მლნ კუბ/მ მოცულობის გაზი, ეს ის მოცულობაა, რომელსაც საქართველო იღებდა გაზის გატარების საზღაურად, რაც სოლიდური მაჩვენებელია, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ თბოსადგურებს სულ 600 მლნ კუბ/მ-ის გაზი მიეწოდება წლის განმავლობაში.

ენერგეტიკოსის შეფასებით, აზერბაიჯანთან გაფორმებული ხელშეკრულებით საბოლოოდ დაიზოგა იმპორტი, გაუმჯობესდა მომსახურეობა და არ გახდა აუცილებელი ბიზნესისთვის გაზის გადასახადის ზრდა, რითაც დადგენილი ტარიფი უფრო მეტად გამყარდა.

ცნობისთვის, როგორც გია არაბიძე განმარტავს, სოციალური გაზი არის შეღავათიან ფასში შეძენილი გაზის ის მოცულობა, რომელსაც სახელმწიფო შეღავათიანი ხელშეკრულების შედეგად ყიდულობს  და ასევე საკმაოდ დაბალ ფასად აწვდის როგორც თბოელექტროსადგურებს, ასევე  მოსახლეობას.

შეგახსენებთ, რომ სოციალური გაზის სატარიფო ოპტიმიზაციაზე შეთანხმება "სოკართან" მიღწეულია. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განმარტებით, საქართველოს მთავრობის დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ნავთობისა და გაზის კორპორაციისა და კომპანია „სოკარის“ მოლაპარაკებით, საქართველო აზერბაიჯანისგან ე.წ. სოციალურ გაზს 200 მლნ კუბური მეტრის მოცულობით შემცირებული ტარიფით მიიღებს.

რივე მხარე თანხმდება, რომ „სამხრეთის გაზის კორიდორის“ მეოთხე ეტაპის დასრულების შემდეგ, რომელიც „შაჰ-დენიზის“ გაზის ევროპის ბაზარზე მიწოდებას ითვალისწინებს, საქართველოზე მეტი მოცულობის აზერბაიჯანული გაზი გაივლის. ამასთან, ქვეყანა შეძლებს, უფრო შეღავათიან ფასად შეიძინოს აზერბაიჯანული გაზი საკუთარი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

ცნობისთვის გაზის კომერციული ტარიფი თბილისში 1 იანვრიდან უნდა გაზრდილიყო, რასაც ბიზნესი აპროტესტებდა და მთავრობას სთხოვდა ჩარეულიყო "თბილისი ენერჯისთან" მოლაპარაკებებში და მედიატორის როლი ეკისრა. გუშინვე ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ კომერციული სექტორის წარმომადგენლებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფი არ შეიცვლება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system