თავში

სოციალური უთანასწორობა გაიზრდება

სოციალური უთანასწორობა გაიზრდება
სოციალური უთანასწორობა გაიზრდება

სპეციალისტების შეფასებით, პოსტეპიდემიურ პერიოდში მთელი მსოფლიოს მასშტაბით სოციალური უთანასწორობა გაიზრდება. პრობლემა ელის განვითარებულ სახელმწიფოებსაც და ცხადია, გამონაკლისი ვერც საქართველო იქნება. როგორც სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე განმარტავს, სოციალური უთანასწორობის გაღრმავება მოსალოდნელია და რისკის შემცირება სახელმწიფოს მხრიდან სოციალური პროექტების საშუალებით უნდა მოხერხდეს, რაც ანტიკრიზისული გეგმის ნაწილია.

,,საქართველოსა და მსოფლიოში ურთიერთსაწინააღმდეგო ტენდენციებია. რიგ სახელმწიფოებში უკვე არის საუბარი, რომ სოციალური უთანასწორობა მოიმატებს, რადგან ბევრი ადამიანი უმუშევარი რჩება. ახლახან გამოქვეყნდა ცნობა, რომ თურმე აშშ-ში, ამ მდიდარ ქვეყანაშიც კი, შინამეურნეობათა მხოლოდ 60%-ს აქვს სამსახურის შენარჩუნების შესაძლებლობა. ღარიბ ოჯახებში  ეს მაჩვენებელი მხოლოდ 10%-ია. ეს არის არა მარტო ფინანსური, არამედ ორგანიზაციული ცოდნის ფაქტორიც, მოახერხებენ თუ არა ამ პრობლემასთან გამკლავებას. გამოდის, რომ სხვა თანაბარ პირობებში სამუშაოს ადეკვატურობისა და სამსახურის შენარჩუნების შანსი კვალიფიციურ, მაღალანაზღაურებადი ოჯახის წარმომადგენლებს მეტი აქვთ, ვიდრე დაბალშემოსავლიანებს. ამიტომ სოციალური თანასწორობის მომენტი ნამდვილად გაიზრდება. ეს საფრთხე იქმნება საქართველოშიც, მაგრამ ჩვენთან სოციალური უსაფრთხოების  ბალიში მოქმედებს და მან ეს რისკი მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს", - აცხადებს სოსო არჩვაძე.

სტატისტიკოსი არ გამორიცხავს, რომ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა გახდეს საქართველოში სოციალური  უთანასწორობის ზრდის შემაკავებელი ფაქტორი.  მისი თქმით, სახელმწიფო ვალდებულია, თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმი ამ მიმართულებით გამოიყენოს და რამდენად კარგად გაართმევს თავს, მომავალი აჩვენებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system