თავში

SpaceX Starlink-ის ინტერნეტს თვითმფრინავებში ტესტავს

SpaceX Starlink-ის ინტერნეტს თვითმფრინავებში ტესტავს
SpaceX Starlink-ის ინტერნეტს თვითმფრინავებში ტესტავს

ამერიკულმა კომპანია SpaceX Starlink-is სატელიტურ ინტერნეტ სისტემებს sამგზავრო თვითმფრინავებში ტესტავს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Bloomberg წერს.

გამოცემის ცნობით, კომპანიას სურს ავიაკომპანიებს მაღალსიჩქარიანი კავშირი "რაც შეიძლება მალე" შესთავაზოს.

კომპანიის გაყიდვების ვიცე-პრეზიდენტმა, ჯონათან ჰოფელერმა განაცხადა, რომ SpaceX  მოლაპარაკებებს რამდენიმე ავიაკომპანიასთან აწარმოებს. ,

ეს შეთანხმება მასკს საშუალებას მისცემს კონკურენცია გაუწიოს Viasat-ს, Intelsat-ს, Telesat-ს და სხვა მსგავს სერვისებს.

SpaceX ამჟამად მუშაობს 30000-ზე მეტი თანამგზავრისგან შემდგარ თანავარსკვლავედზე, რათა უზრუნველყოს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი მთელს მსოფლიოში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system