თავში

სპეციალისტები მიტანის სერვისის გააქტიურებას იწონებენ

სპეციალისტები მიტანის სერვისის გააქტიურებას იწონებენ
სპეციალისტები მიტანის სერვისის გააქტიურებას იწონებენ

სპეციალისტები ჯერ კიდევ გუშინ ხელისუფლებას ურჩევდნენ, რომ მიტანის სერვისი გააქტიურებაში დახმარებოდა კერძო სექტორს.

დღეს კი ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა მზაობა, რომ მთავრობა დაეხმაროს კვების ობიექტებს, მიტანის სერვისის ორგანიზებაში.

ქართველ მწარმოებელთა ფედერაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი ლევან სილაგავა ფიქრობს, რომ სახელმწიფომ უნდა დაასუბსიდიროს მოსახლეობისათვის ადგილზე მიტანის სერვისები.

"ეს ხელს შეუწყობს მათ ბაზარზე გაქტიურებას და ასეთივე სერვისების ბაზარზე მომრავლებას. ამოცანა ის არის რომ ადამიანებმა მინინუნანდე დაიყვანონ გარეთ გასვლა, ნაკლებად ქონდეს პროდუქტების შესაძენად გარეთ გასვლის საჭიროება და ადგილზე მიიღომ ეს სერვისები მოსახლეობის ყველა ფენამ ყველასათვის მისაღებ ფასად. ეს აგვაცილებს ზედმეტ კონტაქტებს და ადამიანების დასნეულების რისკებს," - აცხადებს ლევან სილაგავა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system