თავში

სპეციალისტები საგანგებო ბიუჯეტის სასწრაფოდ დამტკიცებას ითხოვენ

სპეციალისტები საგანგებო ბიუჯეტის სასწრაფოდ დამტკიცებას ითხოვენ
სპეციალისტები საგანგებო ბიუჯეტის სასწრაფოდ  დამტკიცებას ითხოვენ

ეკონომისტი თემურ ხომერიკი აცხადებს, რომ ბიუჯეტის პარამეტრები რეალობას აცდენილია და არსებულ გამოწვევებს ვერ პასუხობს. მისი თქმით, სასწრაფოდ უნდა დამტკიცდეს საგანგებო ბიუჯეტი და ეპიდემიის გამო გასაწევი ხარჯი სწორად გადანაწილდეს, რადგან ბევრი შეუსაბამობაა და ვერ ხერხდება არსებული რესურსის სწორად გამოყენება.

,,მიმაჩნია, რომ სასწრაფოდ მისახედია ბიუჯეტი, სანამ ჯერ კიდევ არ არის გვიან, უნდა დამტკიცდეს საგანგებო ბიუჯეტი სცენარების მიხედვით ანუ თუ იქნა ოპტიმისტური სცენარი ეკონომიკაში, დეტალურად განიხილონ - რას ვაკეთებთ და რას ვაფინანსებთ. ნეგატიური სცენარის შმთხვევაში კი, რა გაკეთდეს, რომ შევინარჩუნოთ ადამიანების სიცოცხლე და ეკონომიკასაც როგორმე ეშველოს. ამას ბიუჯეტმა უნდა გასცეს პასუხი. ნებისმიერი მიმართულებით დაფინანსება შეიძლება, მაგრამ შდეგს ვერ მივიღებთ, თუ არ იქნება ეფექტიანი გადაწყვეტილება. აუდიტის სამსახურმა რომ შეისწავლოს საკითხი, აღმოჩნდება, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან ბევრი ისეთი ხარჯი იქნა გაწეული, რომელიც სრულებით უსარგებლოა. ჩემი აზრით, ეპიდემიის პირველი ეტაპი ეფექტურად იქნა მართული, გამოცდილება დაგროვდა და მთავრობის განახლებულ გუნდს შესწევს უნარი, ეპიდემიის მეორე ტალღასაც როგორმე გაუმკლავდეს, ყოვლად გამოუცდელი დაპირებით მოსული ადამიანებისგან განსხვავებით. თუმცა, რაც არ უნდა ზომები მიიღონ, არაფერს ექნება შედეგი თუ არ გადაიხედება ბიუჯეტი, ის პარამეტრები, რაც შეტანილია, ჩემი აზრით, უბრალოდ იყო კანონის დაცვა, რომ ბიუჯეტი უნდა შესულიყო პარლამენტში განსახილველად, მაგრამ აბსოლუტურად აცდენილია იმ რეალობას, რა მდგომარეობაშიც არის ქვეყანა", - აცხადებს თემურ ხომერიკი report.ge-თან.

მისი თქმით, ბიუჯეტის სწორად დაგეგმა საქართველოს ეკონომიკაში შექმნის შესაძლებლობას, რომ კრიზისს გაუმკლავდნენ და უკვე 2021 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყოს ეკონომიკის განვითარების პროცესი, რაც სავსებით მიღწევადია, თუ მოხდება სწორი პრიორიტეტების შერჩევა საგანგებო ბიუჯეტში. 

შეგახსენებთ, რომ გაისად მთავრობა 17.07 მილიარდი ლარის დახარჯვას გეგმავს, რაც 2020 წელთან შედარებით 1.1 მილიარდი ლარით მეტია. მომავალი წლის ბიუჯეტის კანონის პროექტით, 2021 წელს სახელმწიფო ხარჯები 17 071.4 მლნ ლარითაა განსაზღვრული.

დოკუმენტის თანახმად, 2021 წელს ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების სახით 12 200,0 მლნ ლარის ოდენობის შემოსავლის მიღებაა პროგნოზირებული.

2021 წლის ბიუჯეტი 5%-იანი ეკონომიკური ზრდის პირობებში არის დაგეგმილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system