თავში

სპეციალისტები თხევადი ავტოგაზის გაძვირებას პროგნოზირებენ

სპეციალისტები თხევადი ავტოგაზის გაძვირებას პროგნოზირებენ
სპეციალისტები თხევადი ავტოგაზის გაძვირებას პროგნოზირებენ

რამდენიმე დღის წინ ავტოგაზი 5-10 თეთრის ფარგლებში გაძვირდა და შესაძლოა, ტენდენცია გაგრძელდეს. ამის მიზეზი ლარის კურსთან ერთად, თხევადი გაზის საერთაშორისო ღირებულებაა. 

ნავთობპროდუქტის იმპორტიორი ნიკა ხოფერია აღნიშნავს, რომ თხევადი გაზი გააძვირეს მომწოდებლებმაც, რამაც საბოლოოდ მათ გადაწყვეტილებაზე იმოქმედა და ფასი მასიურად ყველა გაზგასამართ სადგურში გაიზარდა.

,,ავტოგაზის ღირებულებაზე ორი ფაქტორი მოქმედებს - ლარის კურსი და საერთაშორისო ფასი. ორივე შემთხვევეში ტენდენცია არასახარბიელოა. საბოლოოდ ფასმა ავტოგასამართ სადგურებში 5-10 თეთრის ფარგლებში მოიმატა. თუკი ლარი გაუფასურებასარ შეაჩერებს და გლობალური ფაქტორის გავლენაც გაძლიერდება, შეიძლება გაძვირების ტენდენცია სამომავლოდაც გაგრძელდეს", - აცხადებს ხოფერია.

იმპორტიორის ინფორმაციით, საქართველოში იმპორტირებული 1 ტონა თხევადი გაზი ყველა ხარჯის გათვალისწინებით, 460 დოლარი ღირს. პროდუქტის ძირითადი მომწოდებელი ტრადიციულად რუსეთია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system