თავში

სპეციალისტები წამლების უფრო მეტად გააძვირებას არ გამორიცხავენ

სპეციალისტები წამლების უფრო მეტად გააძვირებას არ გამორიცხავენ
სპეციალისტები წამლების უფრო მეტად გააძვირებას არ გამორიცხავენ

ჯანდაცვის ეკონომისტი, პროფესორი კახაბერ ჯაყელი ფიქრობს, რომ  GMP/GDP სტანდარტებზე გადასვლა მედიკამენტების მკვეთრ გააძვირებას გამოიწვევს და კონკურენციის მხრივ არსებულ ისედაც მძიმე სიტუაციას გააუარესებს. ჯაყელის აზრით, შესაძლებელია ვალდებულება 1 წლით გადავადდეს და არა 7 წლით, როგორც ამ ას ფარმაცევტული ბიზნესი ითხოვს. 

,,ახალი სტანდარტის დანერგვა ადმინისტრაციულ გარკვეულ ხარჯებს მოუმატებს კომპანიებს და საბოლოო ჯამში, ისინიც საგრძნობლად გაზრდიან ფასებს და ამით ისევ მომხმარებელი დაზარალდება. ამიტომ სახელმწიფომ უნდა გარკვეულწილად არეგულიროს ფასები, განსაკუთრებით ფარმაცევტულ სფეროში. მსგავს მეთოდებს მიმართავენ შვედეთში, სადაც აქვთ სპეციალური წონასწობის პრინციპი ეკონომიკაში. მიმაჩნია, რომ მსგავსი მექანიზმი უნდა გამოიყენოს საქართველომაც, სადაც უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება მოსახლეობა მედიკამენტების სიძვირის გამო.  აღნიშნული ვალდებულების 7 წლის ვადით გადავადება, რასაც სექტორი ითხოვს, რეალურად წარმოუდგენელია, რადგანეს დრო მთელი ეკონომიკური ციკლია და მერე საერთაოდ რა იქნება არ ვიცით, ძალიან დიდი ვადაა, თუმცა შესაძლებელია 1 წლით გადავადდეს.კორონავირუსია და ეს მდგომარეობა შეიძლება გაითვალისწინონ", - აცხადებს კახაბერ ჯაყელი.

რაც შეეხება ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციას, როგორც ჯაყელი აღნიშნავს, ისედაც დიდი ხანია აღარ არის და მცირე აფთიაქებს ამ მხრივ განსაკუთრებით გაუჭირდებათ.

,,გვახსოვს, როგორ დაიწყო ფარმაცევტული ბიზნესი საქართველოში:  ჯერ იყვნენ პატარა  ფარმაცევტული აფთიაქები, რომლებიც დროთა განმავლობაში ისე გამსხვილდნენ, რომ მთავარი მოთამაშეები გახდნენ. სადმე თუკი მცირე აფიაქი დარჩა, არსებობა გაუძვირეს, საფრთხის ქვეშ დააყენეს. ახლა კი მსგავსი სტანდარტის მყისიერი შემოღება ამ მცირე აფთიაქების მდგომარეობას კიდევ უფრო გააუარესებს და კონკურენტუნარიანობას დაამძიმებს", - დასძენს ჯანდაცვის ეკონომისტი report.ge-თან.  

ცნობისთვის, GMP/GDP სტანდარტებზე გადასვლის ვალდებულებამ შეიძლება გადაიწიოს. საერთაშორისო და მაღალი დონის საწარმოო პრაქტიკის დანერგვა ფარმაცევტულმა საწარმოება 2022 წლის 1 იანვრიდან უნდა უზრუნველყონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ საქმიანობის შეჩერება მოუწევთ, თუმცა ფარმაცევტული ბიზნესი ახალ სატანდარტზე გადასვლისთვის მზად არაა. ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ საერთაშორისო სტანდარტზე გადასვლა სოლიდურ ინვესტიციას მოითხოვს, რაც სექტორს ეკონომიკური კრიზისის ფონზე არ აქვს და ისინი რეგულაციის რამდენიმე წლით გადავადებას ითხოვენ.

როგორც რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზაალ კაპანაძემ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2020 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენაზე პარლამენტში განაცახადა, GMP/GDP სტანდარტების რეგულაციის გადავადებაზე ამ ეტაპზე ჯანდაცვის უწყებას საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system