თავში

სპეციალისტების ნაწილი ეროვნულ ბანკს ინერტულობაში ადანაშაულებს

სპეციალისტების ნაწილი ეროვნულ ბანკს ინერტულობაში ადანაშაულებს
სპეციალისტების ნაწილი ეროვნულ ბანკს ინერტულობაში ადანაშაულებს

საფინანსო სფეროს სპეციალისტები ეროვნულ ბანკს ინერტულობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ მონეტარული პოლიტიკის ზრდა შედეგს  გრძელვადიან პერიოდში მოიტანს. ვახტანგ ხომიზურაშვილი მიიჩნევს, რომ ეს არ იქნება რეალური შედეგი, რადგან ეროვნული ბანკის ყველა ქმედება უკიდურესად დაგვაინებულია.

"აქამდე, რასაც სებ-ი კურსთან და ფულად-საკრედიტო რეგულირებასთან დაკავშირებით აკეთებდა, ეკონომიკურ კანონს აცდენილი იყო. საეჭვოა, ახლა შექმნილ სიტუაციას დამოუკიდებლად უშველოს. მონეტარული პოლიტიკის რიგგარეშე სხომის ჩატარების აუცილებლობა განაპირობა იმ რეალობამ, რაც ქვეყანაშია. ამიტომ მთავრობის ჩარევაც აუცილებლია, რომ ეკონომიკური სტიმულირებისთვის სწორი მექანიზმი შემუშავდეს. სავალუტო ბაზარზე არსებული მძიმე სიტუაციის მიუხედავად, ეროვნული ბანკი ყოველთვის კომფორტულ სიტუაციაშია და მუდმივად აცხადებს, რომ ინფლაციას აკვირდება. ასე არც ერთი ცენტრალური ბანკი არ იქცევა, ამიტომ მისი ფუნქციის გადახედვა აუცილებელი და საჩქაროა," - გვეუბნება ფინანსური ბაზრის ანალიტიკოსი ვახტანგ ხომიზურაშვილი.

მისი თქმით, ეროვნული ბანკის აბსოლუტურად ყველა ნაბიჯი დაგვიანებულია და ამიტომაცაა, რომ მას არ აქვს შედეგი ეკონომიკაზე. სპეციალისტის განმარტებით, ასეთი იყო ლარიზაციაც, რეზერვების გასაყიდად 32 მილიონის გამოტანაც და განაკვეთის ზრდაც.

საბანკო სფეროს ექსპერტის, ლია ელიავას პრგნოზით, სებ-ის გადაწყვეტილება ინფლაციის შემცირებასთან ერთად ეკონომიკის სტაგნაციასაც გამოიწვევს.

"რეფინანსირების განაკვეთის მატების ერთადერთი ფილოსოფია, ეკონომიკიდან ფულის ამოღება და ინფლაციური პროცესების მოთოკვაა. მექნაიზმი მარტივია, კომერციული ბანკები სარგებლობენ ამ სესხით და გასცემენ კრედიტებს. როცა იზრდება განაკვეთი, შესაბამისად, ბანკები ზრდიან განაკვეთს და სესხი ძვირდება, ეს კი იწვევს ეკონომიკიდან ფულის ამოღებას. შედეგად მივიღებთ ორ რამეს - ინფლაციური პროცესის მოთოკვას და საერთო მოხმარების შემცირებას. სწორედ პირველს იმედოვნებს სებ-ი და უგულებელყოფს მეორე ძალიან მნიშვნელოვან მომენტს.ეს არის ეკონომიკის სტაგნაციაში ჩაგდება. ზარალდება ყველაფერი, ფიზიკური და იურდიული პირები, მეწარმებიი და ა.შ. ეს მექანიზმი არის ერთადერთი რისი გამოყენებაც შეუძლია ეროვნულ ბანკს. იმის გამო, რომ თავის დროზე ლარის კურსი ვერ დაიჭირა და ინფლაციის სადავეები გაექცა, ახლა მიდის ვა-ბანკზე”, - განუცხადა ელიავამ report.ge-ს.

რეფინანსირების განაკვეთის ზრდის, სხვაგვარ შედეგებზე აკეთებს აქცენტს, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საზოგადოება და ბანკები”. ორგანიზაციაში გვიხსნისნ, რომ სები მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით ვერც ლარს შველის და სესხებს აზვირებს. ორგანიზაციის ცნობით, 2019 წლის პირველი სექტემბრის მონაცემებით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 102 700 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად, მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით, 7.5 პროცენტამდე გაეზარდათ.

შეგახსენებთ, ბოლო სამი კვირის განმავლობაში, რეფინანსირების განაკვეთი ნახტომისებურად, 1%-ით გაიზარდა. ეროვნულმა ბანკმა, გადაწყვეტილება ინფლაციის მკვეთრი ზრდის გამო მიიღო, ასეთია ოფიციალური პოზიცია. ლარი რომ არაბუნებრივად უფასურდება და შესაბამისად იზრდება ინფლაცია, ეს სავალუტო ფონდმა და ქვეყნის წამყვენმა საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებამაც პირველად თქვეს ხმამაღლა. განაკვეთის ზრდის პირველ ეფექტს, 3-4 თვის შედეგ უნდა ველოდოთ, თუ საერთოდ მოიტანს შედეგს.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 25 სექტემბრის რიგგარეშე სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით, 7.5 პროცენტამდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ პრესრელიზშია განმარტებული, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გასულ სხდომაზე ეროვნულმა ბანკმა დაიწყო პოლიტიკის გამკაცრება, რაც გაცვლითი კურსის გაუფასურებიდან მომდინარე ინფლაციური ზეწოლის განეიტრალებას ისახავს მიზნად. 0.5%-ით გაიზარდა განაკვეთი 4 სექტემბრის სხდომაზეც. აქამდე არსებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკა და ორი თვის წინ უცვლელად შენარჩუნებული პროცენტი რომ შეცდომა იყო, ნახტომისებურმა ზრდამ უკვე დაადასტურა. ბოლო სამი კვირის განმავლობაში, რეფინანსირების განაკვეთი 1%-ით გაიზარდა. შემდეგი სხდომა კი 23 ოქტომბერსაა ჩანიშნული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system