თავში

სპეციალისტებმა კორონავირუსის ყველა შესაძლო ეკონომიკური სცენარი გაწერეს

სპეციალისტებმა კორონავირუსის ყველა შესაძლო ეკონომიკური სცენარი გაწერეს
სპეციალისტებმა კორონავირუსის ყველა შესაძლო ეკონომიკური სცენარი გაწერეს

საერთაშორისო ექსპერტებს კორონავირუსის განვითრების ყველა ეკონომიკური სცენარი გაწერილი აქვთ. 

Bloomberg-ის ანგარიშის მიხედვით, კორონავირუსის გამო გლობალურმა ეკონომიკამ შესაძლოა $2,7 ტრილიონი დაკარგოს.

საუკეთესო შემთხვევაში, სპეციალისტები ელოდებიან, რომ ჩინეთი მალევე შეძლებს დაავადების აფეთქების კონტროლს და მიღებული ეკონომიკური ზიანის წლის მეორე ნახევარში აღმოფხვრას. ამ შემთხვევაში უარყოფითი გავლენა გლობალურ ეკონომიკაზე შედარებით უმნიშვნელო იქნება.

ნაკლებას პოზიტიური სცენარის მიხედვით, ჩინეთი და სხვა მსხვილი ეკონომიკის ქვეყნები დაავადებულთა რიცხვით სწრაფად ვერ გაუმკლავდებიან გამოწვევას. ყველაზე მეტად დაზარალდება იაპონია, იტალია, გერმანია. ამ შემთხვევაში კორონავირუსი უშუალოდ ამ ქვეყნების ეკონომიკურ ზრდაზე აისახება უარყოფითად, ასევე, გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3,1%-იდან 2,3%-მდე შემცირდება.

მესამე და კიდევ უფრო ნაკლებად პოზიტიური სცენარი ითვალისწინებს ალბათობას, რომლის მიხედვითაც, დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, აშშ-ში, ინდოეთში, გაერთიანებულ სამეფოში, ბრაზილიაში, კანადაში, გერმანიაში, დაავადება მასშტაბურად გავრცელდება. ამ შემთხვევაში დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება მსოფლიოს 10 ყველაზე დიდი ეკონომიკა და სპეცაილისტები ვარაუდობენ გლობალური ზრდის პროგნოზის1,2%-მდე კლებას. მათი გათვლით, ამ შემთხვევაში, ევროზონის ქვეყნები და იაპონია ეკონომიკურ რეცესიაში აღმოჩნდებიან, ხოლო აშშ-ს ეკონომიკური ზრდა 0,5%-მდე შეუმცირდება.

მეოთხე, ყველაზე პესიმისტური სცენარი ვირუსის პანდემიურ გავრცელებას გულისხმობს მთელ მსოფლიოში. ასეთ შემთხევევაში, სპეციალისტების მტკიცებით, მსოფლიოს ეკონომიკა 2,7 ტრილიონ დოლარს დაკარგავს, გლობალური ეკონომიკური ზრდა კი 0%-ს უტოლდება.

კორონავირუსი მსოფლიოს 115 ქვეყანაში გამოვლინდა. პირველი შემთხვევები დადასტურდა მონღოლეთსა და პანამაში. პირველი პაციენტი გარდაიცვალა კანადაში. საფრანგეთში ვირუსით ინფიცირებულია კულტურის მინისტრი. ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა „ნასაშიც“.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 114 422 ადამიანი შეადგინა, აქედან გარდაცვლილია 4027, ხოლო 64081 ადამიანი კი, სრულად განიკურნა.

საქართველოში დაავადების 15 შემთხვევა დადასტურდა. კარანტინში იმყოფება 178 ადამინაი, სტაციონარში კი - 56.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system