თავში

სპეცრეისმა ამსტერდამიდან 136 მგზავრი ჩამოიყვანა

სპეცრეისმა ამსტერდამიდან 136 მგზავრი ჩამოიყვანა
სპეცრეისმა ამსტერდამიდან 136 მგზავრი ჩამოიყვანა

მორიგი ჩარტერული რეისი ამსტერდამიდან განხორციელდა, რომელმაც თბილისში  136 მგზავრი ჩამოიყვანა. ამის შესახებ Report.ge-ს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს. 

„ნებისმიერი ცვლილება კომერციული ჩარტერების გრაფიკში ოპერატიულად აისახება ზემოთხსენებულ საიტებზე, რაც მგზავრებს საჰაერო გზით გადაადგილების დაგეგმვის შესაძლებლობას მისცემს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო თავის ქმედებებში ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებების შესაბამისად, რომლის მიზანსაც პანდემიის გავრცელების პრევენცია და ქვეყანაში კეთილსაიმედო ეპიდემიოლოგიური ვითარების შენარჩუნება წარმოადგენს“,-  აცხადებენ სამინისტროში

მორიგი ჩარტერული რეისების, მათ შორის მთავრობის მხარდაჭერით დაგეგმილი სპეციალური რეისების დანიშვნის შესახებ ინფორმაცია სააგენტოს მიერ ნებართვების გაცემისთანავე გახდება ცნობილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system