თავში

SpinCar - მა ქართული სტარტაპი Pulsar AI - ი იყიდა

SpinCar - მა ქართული სტარტაპი Pulsar AI - ი იყიდა
SpinCar - მა ქართული სტარტაპი Pulsar AI - ი იყიდა

ქართული სტარტაპი Pulsar AI - ი ავტო-ინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების სისტემების გლობალურმა ლიდერმა კომპანიამ SpinCar - მა იყიდა. ეკონომიკის სამინისტროს შეფასებით, ეს არის ყველაზე დიდი წარმატება ქართული ტექ-სტარტაპებისათვის - Pulsar AI პირველი ქართული ტექნოლოგიური სტარტაპია, რომელმაც საერთაშორისო ბაზარზე წარმატებულად შეძლო საკუთარი ინტელექტუალური საკუთრების გაყიდვა. ქართული სტარტაპის ღირებულება ამ შესყიდვით რამდენიმე ათეულ მილიონ აშშ დოლარად შეფასდა.

ქართულ სტარტაპს ეს წარმატება პრემიერმა ღარიბაშვილმაც მიულოცა. 

Pulsar AI - მა 2019 წელს სილიკონის ველზე $1.2M ინვესტიცია მოიზიდა. აღნიშნული სტარტაპი ასევე ერთ-ერთი პირველი იყო იმ კომპანიებს შორის, რომელმაც მიიღო მხარდაჭერა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოდან (GITA).

ქართულმა სტარტაპმა - Pulsar AI-მა შექმნა დიალოგების ავტომატიზაციის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ყველაზე მაღალი დონის პლატფორმა ავტომანქანის დილერებისთვის. Pulsar AI - ის ავტომატური კომუნიკაციის გადაწყვეტილების ინტეგრირება SpinCar - ის ინდუსტრიის ლიდერ ციფრული გაყიდვების პროდუქტებთან მნიშვნელოვნად ზრდის კომპანიის მიერ დილერებისათვის შეთავაზებულ სერვისებს, რაც ხელს უწყობს მეტი მომხმარებლის ინტეგრირებას ონლაინ გაყიდვებში. Pulsar AI-ის ტენოლოგიების ინტეგრირება მოხდება SpinCar - ის პლატფორმაზე და Pulsar AI - ის ყველა დასაქმებული განაგრძობს ტექნოლოგიის განვითარებას SpinCar - ის გუნდთან ერთად.

დაჩი ჭოლაძემ და ზაალ გაჩეჩილაძემ AI-ზე დაფუძნებული ტექნოლოგიების შექმნა სხვადასხვა ფინანსური კომპანიებისათვის საქართველოში 2016 წელს დაიწყეს. 2019 წლიდან სოფო ჭყოიძეც შეუერთდა გუნდს და ერთად დააარსეს Pulsar AI - ი, რომელმაც შექმნა მსოფლიოში მოწინავე Conversational AI-ის ტექნოლოგია.

Pulsar AI - ის Conversational AI-ის პლატფორმა ავტომატიზებული დიალოგის საშუალებით როგორც იმეილის არხში, ასევე sms-ით, აკავშირებს ავტომანქანის პოტენციურ მყიდველს დილერთან. კომპანიის აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფა - მყისიერი, რელევანტური პასუხის გაცემით, მუდმივი შემახსენებელი გზავნილებით ყოველ შემოსულ ონლაინ მოთხოვნაზე, ზრდის ეფექტურობის ხარისხს და უზოგავს დროს სადილეროების გაყიდვების გუნდს. ავტომატური კომუნიკაციის ფუნქციონალი შესაძლებელს ხდის პასუხი გაეცეს განუსაზღვრელი რაოდენობის იმეილ თუ SMS არხში შემოსულ მომხმარებელთა მოთხოვნებს 24/7.

SpinCar - ი ავტო-დილერებს და ავტო-ინდუსტრიაში მოთამაშე ბიზნესსექტორისწარმომადგენლებს სთავაზობს თანამედროვე ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებსციფრული გაყიდვების სფეროში. კომპანია ქმნის ისეთ პროდუქტებს, სადაცკლიენტი ციფრულ სივრცეში იგივე გამოცდილებას იღებს რასაც შოურუმშივიზიტის დროს. SpinCar- ის მონაცემები და ციფრული ტექნოლოგია მთლიანადდაფუძნებულია კლიენტის ქცევაზე და ამიტომაც, ზუსტად ერგებაავტომობილის ყიდვის საუკეთესო გამოცდილებას.

Pulsar AI - ის შესყიდვით, SpinCar - ის ოფისები წარმოდგენილი იქნება ნიუ-იორკში (ნიუ-იორკი, სირაკუსი), სან-ფრანცისკოში, თბილისში, მანჩესტერსა (ინგლისი) და ტორონტოში (კანადა).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system