თავში

სპირტიანი სასმელების ბიზნესი აქციზის სიძვირეზე ჩივის

სპირტიანი სასმელების ბიზნესი აქციზის სიძვირეზე ჩივის

კომპანია “გომის” დაგეგმარების ხელმძღვანელი ზაზა თაბაგარი აცხადებს, რომ აქციზის ზრდამ სპირტიან სასმელებისა და ადგილობრივი არყის წარმოებას დიდი პრობლემები შეუქმნა. მისი თქმით, გამოჩნდა ბაზარზე უაქციზო საქონელი, რომელიც მათ დიდ კონკურენციას უწევს. მისივე თქმით, პროდუქტი, რომელიც არ კონტროლდება, დარტმას აყენებს ბიზნესსაც, მომხმარებელსაც და ბიუჯეტსაც.


“ბაზრებში, თუნდაც რესტორნებში რაღაც ჩამოსასხმელი, აღურიცხავი არყები იყიდება. უამრავი ხვრელი გაჩნდა. ეს ჩემი კომპენტენცია არ არის, თუმცა რაღაც რიცხვებს ვფლობ და ჯამში არამგონია, სახელმწიფოს რამე მოეგო ამით. ვთქვათ გაზარდე აქციზი, აქციზი გაზარდე წარმოება შემცირდა, წარმოება შემცირდა - ადგილობრივ მუშა-ხელზე გადახდილი თანხა შემცირდა. საშემოსავლო გადასახადი, რომელიც ბიუჯეტში უნდა წავიდეს, შემცირდა. თანხა, რომელიც მუშა-ხელმა ვერ მიიღო ხარჯვაში არ წავიდა ბაზარზე. ეს თანხა, რაც მუშა ხელს უნდა აეღო, გავიდა საზღვარგარეთ, იმიტომ რომ იმპორტირებული მწარმოებლის მუშახელთან მივიდა“,- ამბობს ზაზა თაბაგარი.

შეგახსენებთ, რომ აქციზის ფასი ეტაპობრივად იზრდებოდა და ერთ ლიტრ არაყზე ჯერ სამი ლარი, 2015 წელს -6, ხოლო 2016 წელს 9 ლარი შეადგინა. შემდეგ კი მალევე 2015 წლის ნიშნულს 6 ლარს დაუბრუნდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system