თავში

სპირტიანი სასმელების ბიზნესს ხელისუფლებასთან პრეტენზიები აქვს

სპირტიანი სასმელების ბიზნესს ხელისუფლებასთან პრეტენზიები აქვს
სპირტიანი სასმელების ბიზნესს ხელისუფლებასთან პრეტენზიები აქვს

სპირტიან სასმელებზე აქციზის ზრდამ ადგილობრივი წარმოება იმპორტირებულ პროდუქციასთან არაკონკურენტულ პირობებში ჩააყენა და „ყველაზე დიდი დარტყმა არყის წარმოებას მიადგა. ამის შესახებ report.ge-ს “უშბას“ გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი აბესაძემ განუცხადა.

მისი თქმით, აქციზის მომატებამ განაპირობა ის, რომ სპირტიანი სასმელების ადგილობრივი წარმოება ნაკლებად კონკურენტუნარიანები გახდა იმპორტირებულ პროდუქციასთან შედარებით. დღეს ქვეყანაში სპირტიანის ასმელები დიდი რაოდენობით შემოდის უკრაინიდან, რუსეთიდან და პოლონეთიდან. არაკონკურენტულმა გარემომ ადგილობრივ წარმოებას რეალიზაციის პრობლემები გაუჩინა. როგორც report.ge-ს “უშბას“ გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი აბესაძემ განუცხადა, 2019 წლის მანზილზე ზუსტად იმ მოცულობის არაყი გაყიდა, რასაც შარშან მხოლოდ ერთ თვეში ყიდდა. აბესაძის თქმით, "უშბა' "გომის" მსგავსად იძულებით გადაეწყო სხვა პროდუქციის წარმოებაზე. 

ანალოგიური პრობლემა აქვს ღვინისა და ჭაჭის მიკრომეწარმე მათე დოლიძესაც.

"აქციზის საფასურის ზრდამ, ხარჯი გამიზარდა. ძლივს გავუძელი ამ კრიზისს. ყველა თავმოყვარე ქვეყანაში დამწყები მეწარმეებისთვის კანონმდებლობა რბილია, რათა ბევრმა შეძლოს გაფართოება და წარმოების გაზრდა. ჩვენთან დიდი და მცირე მწარმოებლები ერთი რეგულაციის ქვეშ არიან მოქცეულნი გადასხადების კუთხით, მაშინ, როცა ევროპაში ჩვენი ინდუსტრიის მცირე მეწარმეებისთვის აქციზისა და დღგ-ის დაბალი გადასახადი მოქმედებს, რაც წარმოების პროცესს ბევრად ამარტივებს,“ - გვეუბნება მათე დოლიძე

ღვინის საერთაშორისო ექსპერტი ქეთი ჯურხაძე კი ფიქრობს რომ შარშანდელი რეგლამენტირება სპირტიანი სასმელების ბაზარზე აუცილებელი იყო, თუმცა მას არ უნდა მოჰყოლოდა აქციზის განაკვეთის ზრდა.

ჩემი სუბიექტური აზრია, რომ რეგულაციები უნდა გამკაცრდეს ვენახთან და ღვინოსთან მიმართებაშიც. ვფიქრობ, „კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ“ ლოიალურია და მისი დახვეწა ბევრად მაღალი ხარისხის პროდუქტის წარმოებას შეუწყობს ხელს, თუმცა აქციზის გაძვირებამ ეს ინდუსტრია ნამდვილად დააზარალა. ალბათ, ამიტომაც გადაწყვიტეს გადაეხედათ ეს რეგულაცია. ვფიქრობ აქციზი უნდა შემცირდეს. რაც შეეხება, დიფერენცირებულ დაბეგვრას, არ იქნებოდა ცუდი. ყველა ქვეყანა სხვადასხვაგვარად ცდილობს წაახალისოს და მხარი დაუჭიროს საკუთარ მეწარმეს. თუ ეს ნაბიჯი გადაიდგმება, მხოლოდ და მხოლოდ წაადგება სპირტიანი სასმელების წარმოებას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები, გაიზრდება შიდაწარმოება, შემცირდება იმპორტზე დამოკიდებულება, მეტი თანხა შევა ბიუჯეტში," -  გვითხრა ქეთი ჯურხაძემ.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა ალკოჰოლურის ასმელების წინააღმდეგ კამპანია წამოიწყო, რომელშიც 90 ათასი ლარი დაიხარჯება.

ცნობისთვის, ხელისუფლებამ აქციზის გადასახადი საპროგნოზო მაჩვენებელი მთავრობამ 175 მლნ ლარით შეამცირა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system