თავში

სპორტდარბაზები გასახსნელად ემზადებიან

სპორტდარბაზები გასახსნელად ემზადებიან
სპორტდარბაზები გასახსნელად ემზადებიან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სპორტული დარბაზების მფლობელი კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 მარტიდან სპორტული დარბაზები შეძლებენ, განაახლონ ფუნქციონირება განსაზღვრული რეგულაციების დაცვით.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი.

შეხვედრაზე განხილული იყო რეგულაციები, რომლებიც სპეციალურად სპორტული დარბაზებისთვის შემუშავდება, რათა მათი ფუნქციონირება იყოს მაქსიმალურად უსაფრთხო როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე პერსონალისთვის. რეგულაციები შემუშავდება კოვიდ-პროტოკოლების მკაცრი დაცვით და საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე.

ბიზნესის წარმომადგენლებმა ასევე გაამახვილეს ყურადღება სხვადასხვა გამოწვევებზე, რომლებიც მათ საქმიანობის შეჩერებიდან გამომდინარე წარმოეშვათ. აღინიშნა, რომ გაგრძელდება მუშაობა აღნიშნული გამოწვევების დაძლევის მიმართულებით.

„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მოვისმინეთ და დავრწმუნდით ისაა, რომ თავად ეს კომპანიები, მათი მენეჯერები მზად არიან იმისთვის, ჩამოყალიბდეს წარმოდგენა ფიტნესზე, როგორც ერთ-ერთ ყველაზე კოვიდ-თავისუფალ და უსაფრთხო დარგზე. ყველაფერი მზადაა პროტოკოლების, პასუხისმგებლობის გაზიარების და სავალდებულო ტესტირებისთვის საჭირო ელექტრონული პლატფორმის ჩათვლით იმისთვის, რომ სპორტულმა დარბაზებმა თავის მომხმარებლებს უსაფრთხოდ უმასპინძლონ,“ - ასე შეაფასა მინისტრმა სპორტული კომპანიების მზაობა საქმიანობის განახლებამდე შეხვედრის დასრულების შემდეგ. 

ნათია თურნავას განცხადებით, ზოგადად ჯანსაღის ცხოვრების წესი ერთ-ერთი პრიორიტეტია, განსაკუთრებით პოსტკოვიდ ვითარებაში, როდესაც რეაბილიტაცია სჭირდება ძალიან ბევრ ადამიანს, რათა ისინი ცხოვრების ჩვეულ სტილს დაუბრუნდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system