თავში

სპორტის ინდუსტრიას სესხების პროცენტი დაუსუბსიდირდება

სპორტის ინდუსტრიას სესხების პროცენტი დაუსუბსიდირდება
სპორტის ინდუსტრიას სესხების პროცენტი დაუსუბსიდირდება

სპორტის ინდუსტრიას სესხების პროცენტის 80%-ი დაუსუბსიდირდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, 2020 წლის დეკემბერიდან მოქმედებს რესტორნებისთვის საბანკო სესხის სუბსიდირების პროგრამა, რომელზეც დიდი მოთხოვნა დაფიქსირდა. სწორედ ამიტომ ხელისუფლებამ ამ პროგრამის გაფართოება გადაწყვიტა და მასში მეტი ბიზნესი ჩართო.

"სესხის საპროცენტო განაკვეთის 80%-ის სუბსიდირება არ შეეხება მხოლოდ რესტორნებს, გარდა რესტორნებისა ის შეეხება სპორტის ინდუსტრიის, სპორტის ობიექტებს და ასევე კერძო საბავშვო ბაღებს, რადგან მათი მხრიდანაც იყო საკმაოდ სერიოზული მოთხოვნა," -თქვა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

ცნობისთვის, სპორტის ინდუსტრიისთვის სესხების სუბსიდირება ჯერ კიდევ იანვარში დაანონსდა.  იმის გამო, რომ სპორტდარბაზებისა და სპორტული ობიექტების გახსნა ჯერ-ჯერობით არ იგეგმება, მთავრობა მას რთავს პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ და სესხების პროცენტს დაუფინანსებს. 

სესსხების 80&-ი უფინანსდება რესტორნებს და კერძო საბავშო ბაღებს

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system