თავში

სპორტული მანქანების განბაჟდება იაფდება

სპორტული მანქანების განბაჟდება იაფდება
სპორტული მანქანების განბაჟდება იაფდება

სპორტული დანიშნულების ავტომობილების აქციზის გადასახადი შესაძლოა 100 ლარამდე შემცირდეს. შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი დღეს განიხილავს. კანონპროექტის ავტორების განმარტებით, მიზანი საავტომობილო სპორტის განვითარებაა. თუ პარლამენტი ამ ინიციატივას მოიწონებს, სპორტსმენს სპორტული ავტომობილის განბაჟება მხოლოდ 100 ლარად შეეძლება.

ცვლილებები შეეხება იაპონურ მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტს. შეგახსენებთ ამ ავტომობილებს 2016 წელს განბაჟება 3-ჯერ გაუძვირდა. ამ შეზღუდვის შემდეგ საავტომობილო ფედერაციაში რეგისტრირებული სპორტული ავტომობილების რიცხვი 115 და ნ 37 მდე შემცირდა.

შეგახსენებთ, 2016 წლამდე სპორტული ავტომობილების განბაჟება 2 ათასიდან 15 ათას ლარამდე მერყეობდა. 2016 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების მიზეზად მაღალი გადასახადის გამო ავტოსპორტში გაჩენილი პრობლემები დასახელდა.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, მამუკა მდინარაძის განმარტებით, ახალი შეღავათები ისეთი სახის სპორტულ ავტომობილებს შეეხება, რომელიც ყოველდღიურ ყოფით პირობებში არ გამოიყენება. სპორტული დანიშნულების ავტომობილებისათვის აქციზის გადასახადის თანხა მათი წლოვანებითა და ძრავის მოცულობით აღარ განისაღვრება და ამ ტიპის მანქანის მფლობელს ფიქსირებულად - 100 ლარის გადახდა მოუწევს. შესაბამისი ცვლილებები საგადასახდო კოდექსში შედის, რომელიც დეპუტატებმა მამუკა მდინარაძემ, კახა კუჭავამ და მიხეილ ყაველაშვილმა მოამზადეს.

საქართველოს საავტომობილო სპორტის ეროვნული ფედერაცია, როგორც საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) წევრი, ყოველწლიურად გასცემს მრბოლელის ლიცენზიას, რომელიც თავის მხრივ პირს აძლევს უფლებას, მონაწილეობა მიიღოს საავტომობილო შეჯიბრებებში. ორგანიზაციის მონაცემებით, 2016 წელს გაცემული იქნა 96 ლიცენზია, 2017 წელს - 78, 2018 წელს - 56.

მიმდინარე წელს გაცემულია მრბოლელის 40 ლიცენზია. 2014-2016 წლებში საშუალოდ საავტომობილო სპორტის ავტოპარკი შეადგენდა 115 სპორტულ ავტომობილს, 2017 წლიდან საგრძნობლად შემცირებულია აღნიშნული ავტოპარკი და 2019 წლის მდგომარეობით დარჩენილია მხოლოდ 37 სპორტული ავტომობილი.

როგორც საქართველოს საავტომობილო სპორტის ეროვნულ ფედერაციაში განმარტავენ, შემცირება გამოწვეულია იმ ფაქტორით, რომ სარბოლო ინციდენტების შედეგად მწყობრიდან გამოდის ავტომობილები და განბაჟების გაძვირების გამო ვეღარ ხდება მათი ჩანაცვლება.

ცნობისთვის, დღეს სპორტული ავტომობილის განბაჟება 300 ლარი ჯდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system