თავში

სს "ენერგო-პრო ჯორჯია“ მცხეთის რეგიონში დასაქმების პროგრამას იწყებს

სს "ენერგო-პრო ჯორჯია“ მცხეთის რეგიონში დასაქმების პროგრამას იწყებს
სს ენერგო-პრო ჯორჯია“ მცხეთის რეგიონში დასაქმების პროგრამას იწყებს

სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ მცხეთის რეგიონში დასაქმების პროგრამას იწყებს, რომლის მიზანი მომსახურების ცენტრში ახალი კადრების მოზიდვა და დასაქმებაა. გამოცხადებული პროექტი შერჩეული პესონალის გადამზადებასა და პროფესიული უნარების ამაღლებასაც ითვალისწინებს.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, პროგრამის ფარგლებში, მცხეთის მომსახურების ცენტრში ტექნიკოს-ელექტრიკოსის, ელექტრიკოსის და მორიგე ელექტრიკოსის 20 ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმდებიან შერჩეული კანდიდატები, რომლებსაც სასურველია ჰქონდეთ პროფესიული განათლება ელექტროენერგეტიკაში, თუმცა ეს არ არის აუცილებელი მოთხოვნა. აგრეთვე საგულისხმოა, რომ სტაჟირების განმავლობაში, მომავალი თანამშრომლების გადამზადება მოხდება კომპანიის პროფესიონალი თანამშერომლების მიერ. პროექტის სპეციფიურობიდან გამომდინარე, სასურველია კანდიდატები მცხეთის ან მცხეთის მუნიციპალიტეტის არეალის მაცხოვრებლები იყვნენ.

ტექნიკოს-ელექტრიკოსის, ელქტრიკოსის პოზიციაზე სახელფასო ანაზღაურება 1150 ლარია (დარიცხული), ხოლო მორიგე ელექტრიკოსის პოზიციაზე, რომელიც 4 დღეში ერთხელ მორიგეობას გულისხმობს - 1000 ლარი (დარიცხული). ასევე კომპანია თანამშრომლებს უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტით. შერჩეული კანდიდატები გაივლიან შესაბამის ანაზღაურებად სწავლებას კომპანიის საველე მომზადების ბაზაზე პრაქტიკოს ენერგეტიკოსებთან.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ სამოქმედო არეალი ძირითადად საქართველოს რეგიონებს მოიცავს და სწორედ რეგიონებია ჩვენთვის კადრების მოზიდვისა და დასაქმების ძირითადი პრიორიტეტი. ამ მიზნით, არაერთი პროექტი განვახორციელეთ, მათ შორის ადგილებზე პროფესიულ თუ უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობის კუთხით, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დავაინტერესოთ ენერგეტიკის სპეციალობით და ამავე დროს, მათ ჩვენს დიდ კომპანიაში დასაქმების საშუალება მივცეთ. ჩვენ, შიდა გადამზადების კარგი ბაზა და გამოცდილება გვაქვს, რაც პროფესიული სტანდარტების განვითარების მყარ საფუძველს გვიქმნის“ - აღნიშნავს ,,ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის“ ადამიანური რესურსების მენეჯერი გიორგი ტრაპაიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system