თავში

სსფ-ი საქართველოს ეკონომიკის 5%-იან ვარდნას პროგნოზირებს

სსფ-ი საქართველოს ეკონომიკის 5%-იან ვარდნას პროგნოზირებს
სსფ-ი საქართველოს ეკონომიკის 5%-იან ვარდნას პროგნოზირებს

ახალი კორონავირუსის პანდემიის გათვალისწინებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (სსფ) საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განაახლა და დააანონსა, რომ ეკონომიკური ზრდა 5%-ით შემცირდება. 

სსფ-ს მიერ აპრილში მომზადებული პროგნოზით, საქართველოში რეცესია მინუს 4%-ზე იყო ნავარაუდევი.

„მოსალოდნელია, რომ წელს ეკონომიკა 5%-ით შემცირდება, რაც არის ჩვენ მიერ მისიის მიმდინარეობის მეექვსე მიმოხილვის დროს გაკეთებული პროგნოზი. განახლებული შეფასება ასახავს ეკონომიკური აქტივობის უფრო მძიმე შენელებას, რომელსაც ადგილი 2020 წლის მეორე კვარტალში ჰქონდა. პანდემიის თანმდევი გაურკვევლობის ფონზე, ეკონომიკაზე მოქმედი დაღმავალი ფაქტორები დომინირებენ.

ამ რისკების რეალიზების ალბათობა, მათ შორის საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში უფრო მკვეთრად გამოხატული შენელება და ტურიზმის აღდგენის დაბალი ტემპი, სავარაუდოდ საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატური პოლიტიკის გატარებას და მცურავი გაცვლითი კურსის მოქნილობის შენარჩუნებას.

ეკონომიკური შოკის დასაწყისშივე, სებ-მა შეამსუბუქა კაპიტალის და საზედამხედველო მოთხოვნები, ბაზარს მიაწოდა ლარისა და უცხოური ვალუტის ლიკვიდურობა და წინასწარ სთხოვა ბანკებს დამატებითი ბუფერების შექმნა. ეკონომიკური აქტივობის შესუსტების და ინფლაციური დაწოლის კლების პარალელურად, სებ-მა მართებულად შეამცირა პოლიტიკის განაკვეთი. მოქნილი გაცვლითი კურსის პოლიტიკის შენარჩუნება კვლავ უმნიშვნელოვანესია შოკთან გასამკლავებლად“,- აცხადებს მისიის ხელმძღვანელი, მერსედეს ვერა-მარტინი.

რაც შეეხება მთავრობის საქმიანობას, სსფ-ს მისიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მიღებული საგარეო დაფინანსების პირობებში საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი მოცულობის ფისკალური პაკეტი შექმნა, რომლითაც სოციალური გასაცემლები და გადასახადების გადავადება დააფინანსა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system