თავში

სტაბილურობის რა რესურსი გააჩნია ლარს

სტაბილურობის რა რესურსი გააჩნია ლარს
სტაბილურობის რა რესურსი გააჩნია ლარს

სპეციალისტების შეფასებით, ყველა ნეგატიური ფუნდამენტური ფაქტორი ლარს ერთბაშად დაატყდა თავს და მასშტაბური გაუფასურების საფუძველი გახდა. გარდა იმისა, რომ პოლიტიკური მოვლენების გამო ეროვნულ ვალუტაზე ფსიქოლოგიური წნეხი მოქმედებს, რეგიონის ვალუტების გაუფასურება, მთავრობის მიმართ უნდობლობა, გაჩერებული ეკონომიკა და სხვა, რამდენიმე მიზეზია, რაც გაუფასურებას იწვევს. როგორც ფინანსური ბაზრის მკვლევარი, პროფესორი გოჩა თუთბერიძე აღნიშნავს, ლარმა სტაბილურობის რესურსი ამოწურა.

,,პოლიტიკურად რთული სიტუაციაა ქვეყანაში და ეს კურსზე ცუდად მოქმედებს. რაც კი უარყოფითი მოვლენებია ეკონომიკაში, ყველაფერი ლარის საზიანოდ მოქმედებს. გარეგანი ფაქტორებიდან კი თურქული ვალუტის- ლარას გაუფასურებას გამოვარჩევდი, რაც გარკვეულ გგავლენას ლარზეც ახდენს. ყველაზე ცუდი კი ფსიქოლოგიური ფაქტორია - გაურკვევლობა და ნდობის არქონა მთავრობის მიმართ. ყველა კუთხიდან მოვლენები ცუდი სცენარით ვითარდება. ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო გაუფასურდება, მაგრამ კატასტროფას არ ველოდები. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ამ მთავრობას ლარის გამყარების არანაირი მექანიზმი არ გააჩნია, მმართველი პარტია არ იცვლება, შესაბამისად, ეკონომიკური პოლიტიკაც უცვლელი რჩება, რაც ლარის გამყარების არანაირ იმედს არ იძლევა. სამწუხაროდ, ქართულმა ვალუტამ სტაბილურობი რესურსი ამოწურა და აღიდგენს თუ არა ძალებს, ამაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია, მეტიც, მომდევნო თვეების განმავლობაში ტენდენცია გაგრძელდება, იპოვის თუ არა ახალი წონასწორობის ნიშნულს, ამის ყოველი პროგნოზირება სიყალბე იქნება, არავინ იცის, რა ელის ლარს სინამდვილეში", - აცხადებს report.ge-თან გოჩა თუთბერიძე.

აღსანიშნავია, რომ ლარი მკვეთრად უფასურდება. ლარი ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, გუშინ 1 ამერიკული დოლარი 3.4000 ლარი ღირდა, ლარი, დოლართან მიმართებით 0.0591 პუნქტით გაუფასურდა.

ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი ლარის კურსის გაუფასურებას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ დაძაბულობას უკავშირებს.  ასე ფიქრობს საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილიც, რომელიც კურსის მკვეთრი ვარდნის მთავარ ინდიკატორად მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ასახელებს. თუმცა ამავე დროს ამბობს, რომ ლარის კურსზე აისახება ისიც, რაც ხდება საზღვარგარეთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system