თავში

სტაბილურობის რა წერტილზეა ლარი

სტაბილურობის რა წერტილზეა ლარი
სტაბილურობის რა წერტილზეა ლარი

ფინანსისტები შემოდგომაზე ლარის სტაბილურობას მეტ-ნაკლებად მოელიან, თუმცა ფიქრობენ, რომ ლარი გაუფასურებას წლის ბოლომდე კიდევ მოასწრებს. როგორც საერთაშორისო პროგნოზირებისა და კვლევის ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი, ანალიტიკოსი ნიკა შენგელია აცხადებს, ცხელი პოლიტიკური შემოდგომის გამო მთავრობა ლარის გაუფასურებას არ დაუშვებს, თუმცა სტაბილურობის შესანარჩუნებლად დიდი ძალისხმევა გახდება საჭირო როგორც ეროვნული ბანკის, ასევე მთავრობის მხრიდან.

,,აგვისტოში ლარი მცირედით კიდევ შეიძლება გამყარდეს. ეროვნული ვალუტისთვის სტაბილურობის წერტილი სადღაც 3,0-3,5-ის ფარგლებშია, ამ მაჩვენებელს კურსი დიდად არ შეცვლის. ცხადია, მცირე გამყარება სურათს რადიკალურად ვერ შეცვლის. რყევებს დაახლოებით ნოემბრიდან ველოდები. ჯერ კიდევ არის რამდენიმე ფაქტორი, რაც კურსის დაჭერას შესაძლებელს ხდის -  ტურისტული სეზონი, ფაქტობრივად, ვერ შედგა, ამის გამო იმპორტი და მოხმარება შემცირებულია. ამას ემატება ადგილობრივი აგროპროდუქციით ბაზრის გაჯერება. ყველაფერი ეს ლარის კურსის განმაპირობებელია. ჩემი აზრით, ეროვნულ ბანკს აქვს საკმარისი სავალუტო რეზერვი, რათა ლარის კურსის სტაბილურობა 3,0-იან ნიშნულთან ახლოს შეინარჩუნოს. ვფიქრობთ, წლის ბოლომდე ეროვნული ვალუტის კურსის მითითებულ ნიშნულთან სიახლოვეს შენარჩუნება ეროვნულ ბანკს დამატებით 250-300 მილიონი დოლარი დაუჯდება. რაც არ უნდა იყოს, წინ არჩევნებია და კურსის გაუფასურებას არ დაუშვებენ", - აცხადებს ანალიტიკოსი.

ცნობისთვის, ეროვნული ბანკის მიერ გუშინ, 6 აგვისტოს დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით,1 ამერიკული დოლარი 3.0737 ლარი ღირს. 1 ევროს შეძენა კი 3.6402 ლარად არის შესაძლებელი. 

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.0778 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system