თავში

Starbucks ვირტუალურ სივრცეში ინაცვლებს

Starbucks ვირტუალურ სივრცეში ინაცვლებს
Starbucks ვირტუალურ სივრცეში ინაცვლებს

კომპანია Starbucks-მა დაიწყო სრულიად ახალი კონცეფციის მაღაზიის მშენებლობა, რომელიც მხოლოდ მობილურით მიღებულ შეკვეთებს მოემსახურება. CNN-ის ცნობით ახალ ფორმატს "Starbucks Pick-Up" ეწოდება და ის შეკვეთებს მხოლოდ აპლიკაციიდან Starbucks app მიიღებს. პირველი ამ ტიპის მაღაზიის ფუნქციონირება დაიწყება ნიუ-იორკში Penn Station-ის სიახლოვეს. კომპანიას მაღაზიის გახსნის თარიღი ჯერ არ დაუსახელებია. ახალი ფორმატი ძალიან ჰგავს ჩინეთში უკვე მოქმედ "Starbucks Now-ს," სადაც მომხმარებლები სანამ შენაძენს წაიღებდნენ, შეკვეთას აკეთებენ. ამ ტიპის მაღაზია ჩვეულებრივი მაღაზიებისგან ზომით უფრო პატარაა. სიახლე ასევე ჰგავს მსგავსი ფორმატის ცნობილ Luckin Coffee-ს, სადაც ასევე აპლიკაციით ხდება შეკვეთის მიცემა და მხოლოდ შემდეგ მისი გატანა. Pick-Up მაღაზია ნიუ-იორკში არის კომპანიის გეგმის ნაწილი მოახდინოს მისი ბიზნესის მოდერნიზება და მომსახურება გახადოს უფრო ციფრული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system