თავში

სტარტაპების ფინანსებთან წვდომის გასამარტივებლად კვლევების ციკლი დაიწყო

სტარტაპების ფინანსებთან წვდომის გასამარტივებლად კვლევების ციკლი დაიწყო
სტარტაპების ფინანსებთან წვდომის გასამარტივებლად კვლევების ციკლი დაიწყო

ბიზნესისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის, BTU-ის, სამეწარმეო ცენტრი ბრიტანულ მხარესთან პარტნიორობით ატარებს კვლევებს სტარტაპების ფინანსებთან წვდომის გასამარტივებლად.

კვლევის შედეგები ფინანსურ ინსტიტუციებს, სტარტაპებსა და მეწარმეებს წარუდგინეს. 

ჩატარდა პანელური დისკუსიები, რომლის ფარგლებშიც გამოიკვეთა შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებები: კაპიტალური ბაზრის განვითარება, დაფინანსების ალტერნატიული მექანიზმების ამოქმედება, საერთაშორისო და ადგილობრივი Angel ინვესტორთა ქსელის შექმნა და სხვა.

უშუალოდ ფინანსებზე წვდომის გამარტივას ეხება კვლევა, რომელიც ჩატარდა ჰენლის ბიზნესის სკოლის და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში, Henley/BTU მეწარმეობის ცენტრის ეგიდით. კვლევის ხელმძღვანელები არიან მარიამ ლაშხი და სოფო ოგბაიძე.

აღნიშნულ კვლევა განსაზღვრავს, თუ რა ტიპის დაფინანსების მოპოვების საშუალებებზე მიუწვდებათ ხელი სტარტაპებს და რა ტიპის დაფინანსების სისტემა საჭიროებს დამატებით განვითარებას საქართველოში, რომელიც წარმატებულად მუშაობს გლობალურ ბაზარზე. ასევე, რა ტიპის გამოწვევებს აწყდებიან სტარტაპერები არსებულ დაფინანსების ინსტრუმენტებზე. კვლევა აანალიზებს სტარტაპებისთვის ფინანსების მოპოვების არსებულ მექანიზმებს და საშუალებებს წარმოდგენილს, როგორც კერძო სექტორის (კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, „ანგელოზი ინვესტორები“, ვენჩურული ფონდები და სხვ.), და დონორი ორგანიზაციების (საერთაშორისო ფონდები და ინსტიტუტები), ასევე სახელმწიფოს მიერ. კვლევის მიზანია ბიზნეს ციკლის თითოეულ ეტაპზე სტარტაპებისათვის ფინანსებთან წვდომის შესაძლებლობების და გამოწვევების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.

“სტარტაპების ფინანსებზე წვდომის კვლევამ მნიშვნელოვანი მიგნებები გამოავლინა. დღეს სტარტაპ ეკოსისტემა საქართველოში სწრაფად მზარდია და საჭიროებს ფინანსებზე წვდომის სისტემურ მიდგომას. მნიშვნელოვანია, რომ არამხოლოდ სახელმწიფო სექტორი, არამედ კერძო სექტორიც აქტიურად იყოს ჩართული ამ პროცესში. საჭიროა ქვეყანაში ალტერნატიული დაფინანსების წყაროების არსებობა, როგორიცაა სალახლო დაფინანსება ე.წ. Crowdfunding, ასევე ვენჩურული ფონდები. ერთის მხრივ საკანონმდებლო ბაზის ფორმირება და ინვესტიციების წახალისებები, ამასთან სტარტაპების ის მიღწევები, მოზიდული ფონდები და დაგენერირებული შემოსავლები კიდევ უფრო მეტად აღუძრავს ინვესტორს მადას მომავალში და ინოვაციებში ინვესტიციების განსახორციელებლად. კვლევამ შეიმუშავა რეკომენდაციები, კონკრეტული ნაბიჯები, რა უნდა გაკეთდეს საკანონმდებლო ბაზის გაუმჯებესების კუთხით, იმისათვის რომ გამარტივდეს ალტერნატიულ დაფინანსებაზე წვდომა. აუცილებელია ფასიანი ქაღალდების კანონის დახვეწა სახალხო დაფინანსების გაუმჯობესების კუთხით. რაც შესაძლებელია Sand Box სისტემით წასვლა. ასევე, შემდგომი ნაბიჯია საინვესტიციო ფონდების კანონის დახვეწა, რაც წაახალისებს ანგელოზი და ვენჩურული ინვესტიციების რესურსების მობილიზებას,“ – აცხადებს კვლევის ავტორი მარიამ ლაშხი.

კვლევაში აქტიურად იყო ჩართული ჰენლის მეწარმეობის ცენტრის ხელმძღვანელი ენდრიუ გოდლი, რომელიც განმარტავს, რომ საქართველოში მეწარმეობის კუთხით ერთ–ერთი მთავარი პრობლემა დაფინანსების მოპოვებაა.

„ჰენლის მეწარმეობის ცენტრმა და BTU-მ ერთობლივად დავიწყეთ მუშაობა იმაზე, თუ როგორ გაგვეუმჯობესებინა სტარტაპების წვდომა ფინანსებზე. ჩვენი აქტივობები სულ უფრო და უფრო სერიოზულ სახეს იღებს. იცვლება საქართველოს ეკოსისტემის ინფრასტრუქტურა. თუმცა აუცილებელია, რომ დაფინანსების სისტემა შეიცვალოს და ცვლილებები უნდა მოხდეს სხვადასხვა მხარის ჩართულობით. ეს სარგებლის მომტანი იქნება არა მხოლოდ მეწარმეების პირადი ინტერესებისთვის, არამედ ქვეყნისთვის. BTU-მ მოინდომა ცვლილებების განხორციელება და თავისი სიტყვა თქვა კიდეც ამ საქმეში. დაიწყო უდიდესი მნიშვნელობის კვლევები, რომელიც დიდ ცვლილებების დასაწყისი უნდა გახდეს. სრულიად ახალი დებულებები და საინტერესო მიგნებები გამოავლინა კვლევამ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უნდა გაიზარდოს კერძო დაფინანსება და ინვესტორების აქტიური მოზიდვა უნდა დაიწყოს,“ – აცხადებს ენდრიუ გოდლი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system