თავში

StartUp Factory მეოთხე სტარტაპ აქსელერაციის პროგრამაზე იწყებს

StartUp Factory მეოთხე სტარტაპ აქსელერაციის პროგრამაზე იწყებს
StartUp Factory მეოთხე სტარტაპ აქსელერაციის პროგრამაზე იწყებს

საქართველოს უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრი UG StartUp Factory რიგით მეოთხე სტარტაპ აქსელერაციის პროგრამაზე იწყებს მუშაობას. პროგრამა იდეის ეტაპზე მყოფი სტარტაპებისთვისაა განკუთვნილი, რომლებსაც სურთ, შექმნან სრულიად ახალი ან მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პროდუქტი, პროცესი ან მომსახურება და რაც ყველაზე მნიშვენლოვანია, შესთავაზონ ის გლობალურ ბაზარს.

აქსელერაციის პროგრმის მონაწილეებს 100 000 ლარიან საინვესტიციო ფონდთან ექნებათ წვდომა.

აქსელერაციის პროგრამა 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება და მონაწილეები გაივლიან ისეთ ეტაპებს, როგორიცაა:

  • იდეის ვალიდაცია და ტესტირება;
  • გუნდის ფორმირება;
  • ბიზნეს მოდელის ჩამოყალიბება;
  • MVP-ზე მუშაობა;
  • მომზადება ინვესტორებთან ფიჩინგისთვის;
  • დემო დღე პირველადი ინვესტიციის მისაღებად და პროდუქტის ფართო აუდიტორიისთვის გასაცნობად.

პროექტის მონაწილეები უზრუნველყოფილნი იქნებიან მუდმივი სამუშაო სივრცით UG Startup Factory-ის საერთო სამუშაო სივრცეში და ასევე მაღალტექნოლოგიური აპარატურით, რომლის გამოყენებითაც შეძლებენ პროტოტიპირებას (ფაბლაბი, მობილური აპლიკაციების ლაბორატორია, ელექტროინჟინერიის ლაბორატორია და სხვა). პროგრამის მონაწილეებს მენტორობას გამოცდილი ტექნიკური სპეციალისტები გაუწევენ.

აქსელერაციის პროგრამისთვის ჯამში 15 სტარტაპი შეირჩევა, შერჩეულ სტარტაპებს კი მათ საჭიროებებზე მორგებული თემატური ტრენინგები და შეხვედრები ჩაუტარდებათ.

აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ 5 ოქტომრის ჩათვლით რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე გაიარონ.

საქართველოს უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრ UG StartUp Factory-ს აქსელერაციის პროგრამის განხორციელების საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდა, რაზეც სამი ბენეფიციარი სტარტაპი მეტყველებს:TTM Group; Smart Bicycle და Spy Recipe, რომლებმაც უკვე მოიპოვეს 100 000 ლარიანი მოცულობის გრანტი და საკუთარი პროდუქტი ბაზარზეც გაიტანეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system