თავში

სტატისტიკურ მაჩვენებლებში ჩინეთის ეკონომიკური ზრდა შენელდა

სტატისტიკურ მაჩვენებლებში ჩინეთის ეკონომიკური ზრდა შენელდა
სტატისტიკურ მაჩვენებლებში ჩინეთის ეკონომიკური ზრდა შენელდა

2019 წლის იანვარს-სექტემბერში ჩინეთის მშპ-მ 9,8 ტრლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელს 6,%-ით აღემატება- იტყობინება China Trade Research ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროs მონაცემებზე დაყრდნობით.

ბოლო 3 კვარტლის მანძილზე ქვეყნის მშპ-ს ზრდა მცირდება - პირველ კვარტალში ამ მაჩვენებელმა შეადგინა 6,4%, მეორეში -6,2%, მესამეში - უკვე 6%. ბოლო ციფრი მოსალოდნელზე, ანუ 6,1%-ზე დაბალი აღმოჩნდა. ეს მაჩვენებელი 1992 წლიდან ყველაზე დაბალია.

2019 წელს ჩინეთის ეკონომიკა რამდენიმე შიდა და საგარეო რისკ-ფაქტორს შეეჯახა, თუმცა, სტაბილურობის შენარჩუნებას მაინც ახერხებს .

„ეკონომიკა იმყოფება ზრდადი ზეწოლის ქვეშ, ამიტომაც ჩვენ უნდა განვახორციელოთ აუცილებელი რეფორმები, გავზარდოთ შიდა ბაზრის მოთხოვნები, მოვიზიდოთ ეფექტური ინვესტიციები, შეუწყოთ ხელი მოსახლეობის ცხოვრების დონის ზრდას და მდგრად განვითარებას“ - წერია სტატისტიკის სამსახურის დასკვნაში.

ასევე აღინიშნება, რომ ეკონომიკური ზრდის მიზნობრივი მაჩვენებელი დადგენილია 6-6,5%-ის დონეზე. ოქტომბერში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა შეამცირა პროგნოზები - 209 წელს ჩინეთის მშპ-ს ზრდა მოსალოდნელია 6,1%-ს დონეზე, ხოლო 2020-ში მსოფლიოს მეორე ეკონომიკა 5,8%-ით გაიზრდება.

ამავე დროს 2019 წელს მსოფლიო ეკონომიკა გაიზრდება მხოლოდ 3%-ით, რაც 2008-2009 წლის გლობალური კრიზისის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იქნება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტების აზრით, ამის მიზეზებია გეოპოლიტიკური დაძაბულობის ზრდა და ვაჭრობაში ახალი ბარიერების გაჩენა, პირველი რიგში, აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომი.

თუმცა, სტატისტიკის სამსახურის დასკვნის თანახმად, ჩინეთის ეკონომიკური ზრდის შემცირება ასევე დაკავშირებულია ქვეყნის შიდა პრობლემებთან, მაგალითად, ისეთებთან, როგორც დაკრედიტების შეზღუდვა და მასთან ერთად მსხვილი სამომხმარებლო ხარჯების - მაგალითად, ავტომობილების ყიდვა - შემცირება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system