თავში

სტეფანწმინდის ცენტრალური და დუშეთის ისტორიული ნაწილი განახლდება

​სტეფანწმინდის ცენტრალური და დუშეთის ისტორიული ნაწილი განახლდება
სტეფანწმინდის ცენტრალური და დუშეთის ისტორიული ნაწილი განახლდება

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები” ფარგლებში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სტეფანწმინდის ცენტრალური და დუშეთის ისტორიული ნაწილის ურბანული განვითარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

კომისიის სხდომას, რომელიც ქალაქ მცხეთაში გაიმართა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში დავით ნოზაძე, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები და რეგიონის მუნიციპალიტეტები სწარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილი წინადადებებიდან, პირველ ეტაპზე, გადაწყდა სტეფანწმინდის ცენტრალური ნაწილის ურბანული განახლება, დუშეთ ისისტორიულ უბანში დამატებით 19 ისტორიული სახლის და ქუჩების რეაბილიტაცია, თიანეთის სპორტული მოედნისა და მიმდენარე რეკრეაციის განვითარება.

პროგრამის ფარგლებში, კომისიის სხდომები უკვე გაიმართა დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონსა და კახეთში.

აღმოსავლეთ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტისათვის ტენდერები მიმდინარე კვირას გამოცხადდა. ტენდერების შედეგად გამოვლინდება საპროექტო და სამშენებლო კომპანიები, რომლებიც მოამზადებენ სპეციალური კომისიის მიერ შერჩეული ობიექტების ურბანული განახლების პროექტებს და შეასრულებენ ამავე დოკუმენტაციით განსაზღვრულ სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

160 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 28 აპრილს გამოაცხადა. ტენდერები მოიცავს დასავლეთ საქართველოს ოცდათოთხმეტივე მუნიციპალიტეტს. გამოცხადებული 8 ტენდერიდან, თითოეულის მოცულობა 20 მილიონი ლარია.

ცნობისთვის, ამოქმედდება „განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამა მოიცავს ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტს დადააფინანსებს ისეთი ტიპის პროექტებს, როგორებიცაა: მნიშვნელოვანი კულტურული თუ ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაცია; მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების რეაბილიტაცია; რეკრეაციული სივრცეების მოწყობა და რეკრეაციულ პარკებში შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება; მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ობიექტების მშენებლობა; ქალაქების, კურორტებისა და დასახლებების ურბანული განახლების საპროექტო დოკუმენტების შემუშავება. ეს იმას ნიშნავს, რომ 63 მუნიციპალიტეტში ურბანულად განახლდება. 4 წლიანი სახელმწიფო პროგრამის მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია. "განახლებული რეგიონებისთვის" ბიუჯეტიდან 300 მლნ ლარი გამოიყო. პროექტი შექმნის 15 000 ახალ სამუშაო ადგილს, რომელზეც დასაქმდება ჩვენი რეგიონების მოსახლეობა. „განახლებული რეგიონების“ პროექტი ბიუჯეტის დეფიციტს არ გაზრდის, ანუ მისი დაფინანსება ბიუჯეტის დეფიციტის ზრდის ხარჯზე არ მოხდება. 500 მლნ ლარიდან დაფინანსების ნაწილი დონორ ორგანიზაციებზე მოდის, ხოლო დანარჩენი სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სახელმწიფოს ამისთვის დამატებითი ვალდებულებების აღება არ მოუწევს. კიდევ რა ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ქვეყანას ურბანული განახლება ნახეთ აქ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system