თავში

სტიქიით დაზარალებული რაჭის აღდგენას 35.5 მილიონი ლარი მოხმარდება

სტიქიით დაზარალებული რაჭის აღდგენას 35.5 მილიონი ლარი მოხმარდება
სტიქიით დაზარალებული რაჭის აღდგენას 35.5 მილიონი ლარი მოხმარდება

რაჭაში სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა მიმდინარეობს, რაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 35.5 მილიონი ლარით ფინანსდება. წლის ბოლოსთვის დაგეგმილია გზის საფარის დაგება და ნაპირდაცვითი სამუშაოს დასრულება.ამის შესახებ განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ, რაჭაში მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისას.

„ონში სტიქიის შედეგად დაზიანებულ ყველა ლოკაციაზე მიმდინარეობს ინტენსიური სარეაბილიტაციო სამუშაო - ეწყობა დამცავი კედლები, ნაპირდაცვითი ნაგებობები, დეზები და ტარდება სხვა ტიპის სამუშაო. სტიქიის სალიკვიდაციო პროცესი ჯერ კიდევ შარშან დასრულდა და წელს უკვე კლიმატურმა პირობებმა საშუალება მოგვცა აქტიური რეაბილიტაცია გაგვეგრძელებინა,“  - განაცხადა მინისტრმა. 

რაჭაში სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს. მე-2 ეტაპის სამუშაოების ფარგლებში სრულად აღდგება სტიქიის მიერ დაზიანებული გზები.

სამუშაო ქალაქ ონიდან კურორტ შოვამდე გზის მონაკვეთზე მიმდინარეობს და საერთო ჯამში, 16 უბანზე აღდგება დაზიანებული გზები.ამ ეტაპზე, აქტიური პროცესი 8 უბანზე გრძელდება, ხოლო დანარჩენ უბნებზე დაწყებულია მოსამზადებელი სამუშაო.

სტიქიამ 2020 წლის ივლისში ონი-შოვის საგზაო მონაკვეთი მნიშვნელოვნად დააზიანა. ავტოტრანსპორტის განვლადობის უზრუნველსაყოფად, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების პირველი ეტაპი გასულ წელსვე ჩატარდა,ხოლო მეორე ეტაპის სამუშაოებით სრულად აღდგება დაზიანებული ინფრასტრუქტურა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system