თავში

სტომატოლოგიურ კლინიკებს მუშაობის უფლება შემოწმებიდანვე აქვთ

სტომატოლოგიურ კლინიკებს მუშაობის უფლება შემოწმებიდანვე აქვთ
სტომატოლოგიურ კლინიკებს მუშაობის უფლება შემოწმებიდანვე აქვთ

სტომატოლოგიურ კლინიკებს მუშაობის გაგრძელების უფლება შემოწმებისთანავე ენიჭებათ, თუ ისინი ჯანდაცვის მინისტრის რეკომენდაციებს და მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადება.

სტომატოლოგიური კლინიკების შემოწმება გუშინ დაიწყო.

„აქ გვაქვს ცოტა განსხვავებული მიდგომა, არათუ ველოდებით ეკონომიკის გახსნის პროცესს, არამედ შემოწმებისთანავე, თუ კომპანია ჯანდაცვის მინისტრის რეკომენდაციებს იცავს, შემოწმებისთანავე მას მუშაობის გაგრძელების უფლება ენიჭება. ეს არის ძალიან კარგი პრაქტიკა. სტომატოლოგიური კლინიკების რეგისტრაცია ხდება რეგულირების სააგენტოში და შემდეგ ჩვენ უკვე ერთობლივად ვამოწმებთ“,- განაცხადა ფერაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system