თავში

სტომატოლოგიური მომსახურება გაძვირდა

სტომატოლოგიური მომსახურება გაძვირდა
სტომატოლოგიური მომსახურება გაძვირდა

მეორე დღეა, რაც ქვეყნის მასშტაბით გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება განახლდა.

სტომატოლოგ ბელა ვარდოსანიძეს მომსახურების გაძვირება მოუწია. 

report.ge-სთან საუბრისას ექიმ-სტომატოლოგი ამბობს, რომ მითითებები, რომლელბიც სექტორისთვის მთავრობამ შეიმუშავა, სტომატოლოგიურ ბიზნესს ხარჯებს 20-30 პოცენტით უზრდის, რის გამოც მომსახურება ბუნებრივად ძვირდება.

"სტომატოლგიური კაბინეტი  აღჭურვილი უნდა იყოს ბუნებრივი ან ხელოვნური ვენტილაციის სისტემით, დარბაზულ სისტემაში მომუშავე ბორმანქანებს შორის ოთხმეტრიანი დისტანცია უნდა იყოს დაცული, რეგისტრატურასთან განთავსდეს მინის ან ორგანული მინის დამცავი ბარიერი. კლინიკაში უნდა იყოს ინფექციების პრევენციასა და კონტროლზე პასუხისმგებელი ადამიანი, პერსონალი უნდა იყოს აღჭურვილი პერსონალური დაცვის საშუალებებით, მათ შორის N95 ან უფრო მაღალი დაცვის დონის რესპირატორით. პაციენტებმა კი, უნდა გაიკეთონ ნიღბები, დამცავი სათვალე და ბახილები. ამ ყველაფერზე ხარჯი გავწიე. ჯამში 5000 ლარი დამიჯდა ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება. აქამდე თუ 80 ლარად ვაბჟენდი ერთ კბილს, ახლა 100-120 ლარი დაჯდება, ბჟენის მასალის ხარისხის და მახასიათებლის გათვალისწინებით. მომსახურების გაძვირება ჩემი თვითმიზანი სულაც არაა. განა არ ვიცი, რომ ამით მომხმარებელი ვიზიტზე თავს შეიკავებს? მაგრამ თუ ვიმუშავებ, ნაკლებად არ მიღირს მუშაობა. მე კიდევ არა მიშავს, ფარტში არ ვიხდი ფულს, ჩემი საკუთრებაა, იმათ რა უნდა ქნან, ვისაც ფართი აქვთ ნაქირავები?" - გვეუბნება სტომატოლოგი.

მომსახურება გააძვირა სტომატოლოგმა ნელი სვანიძემაც ქუთაისში. მისი თქმით, მომსახურების გაძვირებით მოთხოვნა პროფილაქტიკურ სერვისზე შემცირდება, ხოლო სამკურნალო სერვისებზე მომართვიანობა კვლავ მაღალი იქნება, რადგან კბილის ტკივილი გადაუდებელ ჩარებას მოითხოვს და ადამიანებს მოუწევთ, მიიღონ გაზრდილი ფასები.

"ვწუხვარ, რომ მომიწია ფასების გაზრდა, რადგან ისედაც გაჭირვებულ მოსახლეობას გადაუდებელ სერვიისს რომ ძვირად ვთავაზობ, სულაც არ მსიამოვნებს. ველოდები კლებას ისეთ პროფილაქტიკურ სერვისზე, როგორიცაა კბილების წმენდა, თანკბილვის გასწორება, გათეთრება, ღრძილების სარეაბილიტაციო სამუშაოები და სხვა.  სავარაუდოდ, უძრავ პროტეზებზეც დაიკლებს მოთხოვნა. ნაკლებად ველი მომხმარებლის კლებას მოძრავ პროტეზზე. რაც შეეხება კბილის დაბჟენვასა და ამოღებას, ის ადამიანისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და დარწმუნებული ვარ ამ ნაწილში მოთხოვნა კვლავ მაღალი დარჩება. გუშინ, მუშაობის პირველ დღეს 30 პაციენტს მოვემსახურე და ეს მაშინ, როცა ჯერ კიდევ არ იცოდნენ ჩემმა კლიენტებმა , რომ ავმუშავდით. რაც სეხება ფასებს, დაბჟენვა 80-100 ლარი ღირს და ის 20 ლარით გავაძვირეთ, ხოლო ამოღება 10 ლარით გაძვირდა და 50 ლარი გახდა," - გვეუბნება მცირე მეწარმე, სტომატოლოგი ნელი სვანიძე.

მთავრობა აგრძელებს სექტორის მონიტორინგს, რამდენად იცავენ ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინებს.

სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოში გეგმური სტომატოლოგიური მომსახურების დაწყებაზე 279 შეტყობინებაა შესული, შემოწმდა 191 ობიექტი, რომელთაგან 164 კლინიკას საქმიანობის განხორციელების უფლება მიეცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system