თავში

სტომატოლოგიური სერვისი დიდი ალბათობით გაძვირდება

სტომატოლოგიური სერვისი დიდი ალბათობით გაძვირდება
სტომატოლოგიური სერვისი დიდი ალბათობით გაძვირდება

სტომატოლოგთა ასოციაციის ინფორმაციით, საქართველოში სტომატოლოგიური მომსახურების საფასური, შესაძლოა, გაიზარდოს. 

როგორც ასოციაციის პრეზიდენტმა ქეთევან გოგილაშვილმა განაცხადა, სტომატოლოგიური კლინიკები მუშაობის განახლებას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებენ, რაც  ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს შეიძენენ. მათი მარაგისთვის კი კლინიკებს ხარჯი მნიშვნელოვნად ეზრდებათ, რადგან გოგილაშვილის თქმით, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ფასი ოთხჯერაა გაზრდილი.

ხარჯის ასანაზღაურებლად, ქეთევან გოგილაშვილის თქმით, სტომატოლოგები იძულებული გახდებიან სერვისი გააძვირონ.

„იმისათვის, რომ სტომატოლოგიურმა კლინიკამ განაახლოს თავისი მუშაობა ამისთვის რიგი მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევს. მოთხოვნებში ერთ-ერთი მთავარი პუნქტია, რომ მას ჰქონდეს ორკვირიანი მარაგი, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების, რომელთა ფასი 400%-ით არის გაზრდილი. ანუ ერთი პაციენტის, მაგალითად, პაროდონტოლოგიური პაციენტის მიღების დროს, საშუალოდ 50 ლარამდე მინიმუმ იზრდება მხოლოდ ეკიპირების ფასი“, - ამბობს ქეთევან გოგილაშვილი და დასძენს, რომ ასოციაცია აპირებს განცხადებით მიმართოს ჯანდაცვის სამინისტროს, ყურადღება მიაქციონ სტომატოლოგების პრობლემას.

"არ ვიცი პასუხი როგორი იქნება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჩინეთიდან ჩამოსული დიდი რაოდენობის ინდივიდუალური დაცვის საშუალებებიდან რაღაც სტომატოლოგიურ დაწესებულებებსაც გადაეცემა“, - განაცხადა ქეთევან გოგილაშვილმა და დაამატა, რომ ქვეყანაში მოქმედი კლინიკები დღესდღეობით ერთიანი ტარიპით არ ოპერირებენ.ზოგი მაღალი, ზოგი საშუალო, ზოგი დაბალი ფასებით მუშაობს, თუმცა ახლა მხოლოდ ეკიპირების ხარჯის გაწევა არის გარანტი, რომ მომსახურება გაძვირდეს.

ცნობისთვის, გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება 22 მაისიდან უნდა აღდგეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system