თავში

StopCov ფონდში 124 543 899 ლარი ირიცხება

StopCov ფონდში 124 543 899 ლარი ირიცხება
StopCov ფონდში 124 543 899 ლარი ირიცხება

საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ StopCoV ფონდში ჩარიცხული თანხის ოდენობა 100 მილიონი ლარით გაიზარდა. 

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარი ჩარიცხა.

ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დონაცია კორონავირუსთან ბრძოლის ფონდის ანგარიშზე გუშინ გვიან ღამით აისახა. 

ამ მომენტისთვის კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილი ფონდის ანგარიშზე 124 543 899 ლარია აკუმულირებული.

ცნობისთვის, StopCoV ფონდი, COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით სულ რაღაც 13 დღის წინ, 23 მარტს შეიქმნა.

ფონდში შენატანები განახორციელეს როგორც კომპანიებმა, ისე ფიზიკურმა პირებმა.

ახალი კორონავირუსის გარშემო ბიზნესის სოლიდარული ინიციატივების კოორდინაციას, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას შეთავაზებით, ბიზნესომბუდსმენის აპარატი სწევს.

როგორც ბიზნესომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, StopCoV ფონდში აკუმულირებული თანხა, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.

ჩარიცხვა შეუძლია ყველას: https://stopcov.ge/ka/Fund

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system