თავში

StopCoV ფონდში 128 მილიონი ლარი ირიცხება

StopCoV ფონდში 128 მილიონი ლარი ირიცხება
StopCoV ფონდში 128 მილიონი ლარი ირიცხება

COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ StopCoV ფონდში 128 მილიონი ლარია მობილიზებული.

ამის შესახებ report.ge-ს ბიზნესომბუდსმენის აპარატიდან აცნობეს.

ფონდში შენატანები განახორციელეს ორგანიზაციებმაც და ფიზიკურმა პირებმა:

დავით ხიდაშელი, 1 მლნ 200 ათასი ლარი

შოთა შალელაშვილი, 1 მლნ ლარი

შპს „იმპოსტი“, 50 ათასი ლარი

შპს ,,ზდ ნავთობის კომპანია”, 50 ათასი ლარი

სუფთა სახლი, 30 ათასი ლარი

შპს „ბლოქსი“, 30 ათასი ლარი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები, 23 ათასი ლარი

შპს,,უშიქონსეფთი’’, 15 ათასი ლარი

შპს ,,ტერმინალი’’, 15 ათასი ლარი

ჰერეთი 96, 6 ათასილარი

ტესტ ჯორჯია, 5 ათასი ლარი

ქართული ოცნების მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სამი თვის განმავლობაში ხელფასის 1/3-ს კორონავირუსთან ბრძოლის StopCoV ფონდში გადარიცხავენ.

სოლიდარობის აქციას შეუერთდნენ საქართველოს გენერალური პროკურორი და მისი მოადგილეები.

სოლიდარობის აქციას უერთდებიან აჭარისა და აფხაზეთის ა/რ მთავრობები.

ამ დროისთვის ფონდში შენატანები განახორციელა 3 ათას 300-ზე მეტმა იურიდიულმა და ფიზიკურმა პირმა.

ცნობისთვის, StopCoV ფონდი, COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით სულ რაღაც 13 დღის წინ, 23 მარტს შეიქმნა.

ახალი კორონავირუსის გარშემო ბიზნესის სოლიდარული ინიციატივების კოორდინაციას, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას შეთავაზებით, ბიზნესომბუდსმენის აპარატი სწევს.

როგორც ბიზნესომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, StopCoV ფონდში აკუმულირებული თანხა, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.

ჩარიცხვა ყველას შეუძლია: https://stopcov.ge/ka/Fund

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system