თავში

StopCoV ფონდში 128 მლნ 700 ათასი ლარია მობილიზებული

StopCoV ფონდში 128 მლნ 700 ათასი ლარია მობილიზებული
StopCoV ფონდში 128 მლნ 700 ათასი ლარია მობილიზებული

COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ StopCoV ფონდში 128 მილიონ 700 ათასი ლარია მობილიზებული.

როგორც report.ge-ს ბიზნესომბუდსმენის აპარატიდან აცნობეს,  ფონდში შენატანები განახორციელეს ორგანიზაციებმა და ფიზიკურმა პირებმა:

ხალიკ ბანკი, 50 ათასი ლარი

საბუდარა, 20 ათასი ლარი

ლ.ვ სტანდარტ ჯგუფი საქართველო, 10 ათასი ლარი

გეზ მოტორსი (სს კაუკასუს აუტომოტივ რითეილ), 10 ათასი ლარი

Steel International Trading Company, 15 ათასი ლარი

მარაბდა-კარწახის რკინიგზა, 26 ათასი ლარი

რვალი, 2 ათასი ლარი

შეგახსენებთ, ქართული ოცნების მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სამი თვის განმავლობაში ხელფასის 1/3-ს კორონავირუსთან ბრძოლის StopCoV ფონდში გადარიცხავენ.

სოლიდარობის აქციას შეუერთდნენ საქართველოს გენერალური პროკურორი და მისი მოადგილეები.

სოლიდარობის აქციას უერთდებიან აჭარისა და აფხაზეთის ა/რ მთავრობებიც.

StopCoV ფონდში შემოწირულობები განახორციელეს „ბლექ სი არენა ჯორჯიას“ და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშროლებმაც.

ჩარიცხვა ყველას შეუძლია: https://stopcov.ge/ka/Fund

ცნობისთვის, StopCoV ფონდი, COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით სულ რაღაც 13 დღის წინ, 23 მარტს შეიქმნა.

ახალი კორონავირუსის გარშემო ბიზნესის სოლიდარული ინიციატივების კოორდინაციას, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას შეთავაზებით, ბიზნესომბუდსმენის აპარატი სწევს.

როგორც ბიზნესომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, StopCoV ფონდში აკუმულირებული თანხა, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system