თავში

სწორად და სწრაფად უნდა შევძლოთ ქვეყნის გახსნა და ტურიზმის ამოქმედება - ცქიტიშვილი

სწორად და სწრაფად უნდა შევძლოთ ქვეყნის გახსნა და ტურიზმის ამოქმედება
სწორად და  სწრაფად უნდა შევძლოთ ქვეყნის გახსნა და ტურიზმის ამოქმედება - ცქიტიშვილი

"ბიზნესთან კომუნიკაციის პროცესი მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. ტურიზმის ადმინისტრაცია, ეკონომიკის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექცია, ბიზნესომბუდსმენის აპარატი მუდმივ რეჟიმში სამუშაო ჯგუფების დონეზეა ბიზნესთან მოლაპარაკებებში ჩართული", - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან განაცხადა.

ვიცე-პრემიერის განმარტებით, ბიზნესს შეზღუდვების საჭიროება კიდევ ერთხელ აუხსნეს. 

„ჩვენ პასუხი გავეცით ბიზნესის წარმომადგენლებს, მთავრობის იმ გადაწყვეტილებაზე, სადაც ისინი ლოგიკას ვერ ხედავდნენ. იმ ბიზნესებს, რომელსაც ჯერ კიდევ არ შეეხო შეზღუდვების შემსუბუქება, აქვთ რთული ვითარება, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის და დღესაც ჩვენი საუბრის დიდი ნაწილი იმასაც შეეხო, რომ ყველას ერთად, სახელმწიფოსა და ბიზნესს გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ფონი ვმართოთ. ძალიან სწრაფად შევძლოთ ქვეყნის გახსნა და ტურიზმის ამოქმედება ზაფხულის სეზონისთვის, რომ ისევ არ მოგვიწიოს შეზღუდვების დაწესება.

ამასთან ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც პანდემიის დაწყების დღიდან ვიღებთ, როგორც შეზღუდვების მოხსნაზე, ისე დაწესებაზე ეპიდემიოლოგიური ვითარების დეტალური ანალიზის შედეგად ხდება. გადაწყვეტილებას ვიღებთ ეპიდემიოლოგიური ვითარებაზე დაყრდნობით, ისე ვითვალისწინებთ საერთო ვითარებას და საერთაშორისო პრაქტიკას. სწორედ ამას ეფუძნება შეზღუდვების მოხსნის გეგმაც, რომელიც ჩვენ ბიზნესთან განვიხილეთ“, - აღნიშნა ცქიტიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system