თავში

სუბსიდია და გრანტები ყველგან, სადავ გვაქვს პოტენციალი - ეკონომიკის მინისტრი ახალ პროგრამას აანონსებს

სუბსიდია და გრანტები ყველგან, სადავ გვაქვს პოტენციალი
სუბსიდია და გრანტები ყველგან, სადავ გვაქვს პოტენციალი - ეკონომიკის მინისტრი ახალ პროგრამას აანონსებს

"ჩვენ ვიწყებთ ახალ პროგრამას, რომელიც შეეხება იმპორტის ჩანაცვლებას და იმპორტის ჩამნაცვლებელი ადგილობრივი წარმოების წახალისებას", - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. 

მისი თქმით, ქვეყანაში გაუარესებული მსყიდველუნარიანობა რამდენიმე მიზეზით აიხსნება, ესაა ინფლაცია, ფასების ზრდა, იმპორტული პროდუქციის გაძვირება და ა.შ.

ეკონომიკის მინისტრი განმარტავს, რომ ახალი პროგრამით სუბსიდია და გრანტები გაიცემა იმ ადგილობრივი მწარმოებლებისათვის, რომლებიც იმპორტს ანაცვლებენ და აქვთ პოტენციალი. 

"სუბსიდია და გრანტები გაიცემა ყველგან, სადაც გვაქვს პოტენციალი, რომ თვითონ ვაწარმოოთ და იმპორტული საქონელი შევამციროთ ბაზარზე",- განაცხადა ნათია თურნავამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system