თავში

სუბსიდირებას რეგიონების რესტორატორებიც ითხოვენ

სუბსიდირებას რეგიონების რესტორატორებიც ითხოვენ
სუბსიდირებას რეგიონების რესტორატორებიც ითხოვენ

მას შემდეგ, რაც დედაქალაქის მცირე და საშუალო რესტორნებისთვის 5-10 ათას ლარიანი სუბსიდირების პროგრამა ცენტრალურმა ხელისუფლებამ მოიწონა, რეგიონების რესტორატორებმა მსგავსი პროგრამის ამოქმედება მათთვისაც მოითხოვეს. მათი განმარტებით, თბილისის მერიის ინიციატივა სარესტორნე ბიზნესის სუბისიდირებაზე ზღვაში წვეთია, თუმცა დასაფასებელია და ყველას თანაბრად სჭირდება. 

"სამწუხაროა, რომ მხოლოდ დედაქალაქია ამ ინიციატივაში და არა რეგიონები. ყველა თანაბრად დააზარალა პანდემიამ და ყველას აქვს უფლება მიიღოს დახმარება, საქართველო ერთიანი უნდა იყოს და არ უნდა იყოს დაცალკავებული. ბიზნესში ჩნდება დაყოფის და დიფერენცირების განცდა, რაც არასწორია. დისკრიმინირებულად არ უნდა გრძნობდნენ თავს რეგიონის რესტორატორები,“  - გვეუბნებიან ქუთაისის რესტორან "თეთრ ქვებში". იმავე აზრისაა სამტრედიის რესტორან "ცისკარის" წარმომადგენელი, რომელიც report.ge-სთან განმარტავს, რომ პანდემიის დროს მთელი წელი გაჩერება მოუწია და ასეა დასავლეთ საქართველოს რესტორანთა 80%. 

მანამდე, კი სანამ რესტორატორების მოთხოვნას მთავრობა რაიმენაირ პასუხს გასცემს, მიდის მსჯელობა, როგორ უნდა გააკონტროლონ, როგორ უნდა დაითვალონ მინიმუმ 20 სკამი და მაქსიმუმ 80 სკამი რესტორანში, რადგან სწორედ ესაა ის კრიტერიუმი, რომელიც რესტორნებისთვის დასახმარებელი თანხის ოდენობას განსაზღვრავს. ამ ეტაპზე გამოქვეყნებული არ არის სუბსიდიების მისაღებად საჭირო კრიტერიუმების ზუსტი ჩამონათვალი. 

შეგახსენებთ, დედაქალაქში მცირე და საშუალო სარესტორნე ბიზნესისთვის სუბსიდირების პროგრამა ამოქმედდებს. თბილისის მცირე და საშუალო რესტორნებს 5-10 ათასი ლარით დაეხმარებიან.

რესტორნების დასახმარებლად ხელისუფლებამ რამდენიმე ღონისძიება გაატარა: საიჯარო ქირების მოხსნა, სესხის სუბსიდირება პროცენტის ნაწილში. დედაქალაქის მტავრობამ თბილისის რესტორნებს დამატებით უფასოდ შესთავაზა მუნიციპალური სივრცეების გამოყენება, ანუ რესტორნებს შეუძლიათ გარეთ გამოიტანონ მაგიდები და სკამები. მერიის ბოლო ინიციატივა მათ დასახმარებლად ითვალისწინებს 5000-ლარიან ვაუჩერს, რომელიც გადაეცემა თბილისში არსებულ მცირე და საშუალო ზომის ბიზნესს. დედაქალაქის მცირე და საშუალო რესტორნებისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 2 მლნ ლარი გამოიყოფა. ამ დახმარებით 400-მდე რესტორანი ისარგებლებს. სუბსიდიას მიიღებს ყველა ობიექტი, რომლებიც 2020 წლის 28 ნოემბრამდე დარეგისტრირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system