თავში

სუბსიდირების პროგრამამ რესურსის ნახევარიც ვერ ამოწურა

სუბსიდირების პროგრამამ რესურსის ნახევარიც ვერ ამოწურა
სუბსიდირების პროგრამამ რესურსის ნახევარიც ვერ ამოწურა

სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სუბსიდირების პროგრამის მიმართ ინტერესი ეპიდემიის მასშტაბური გავრცელების გამო შესუსტდა. მათი თქმით, პროგრამამ ვერ შექმნა საკმარისი მოტივაცია იმისთვის, რომ უძრავი ქონების ბაზარი გაეცოცხლებინა. როგორც საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი სამშენებლო კომპანიის გენერალური დირექტორი მალხაზ კუნელაური report.ge-თან აცხადებს, სუბსიდირების პროექტთან დაკავშირებით რა რესურსიც იყო, იმის ნახევარიც ვერ ამოიწურეს. 

,,იპოთეკური სესხების სუბსიდირების მიზანი იყო, მყიდველისთვის მიეცა სტიმული, რომ წლის ბოლომდე შეეძინა უძრავი ქონება და სესხის ნაწილს დაუსუბსიდირებდნენ. იმდენად სხვა გამოწვევა წამოვიდა წინა პლანზე - ეპიდემია, ლარის გაუფასურება, ეკონომიკური სტაგნაციის პროცესები, რომ 4% მომხმარებლის მოტივაციისთვის არასაკმარისი აღმოჩნდა. იმის  გამო, რომ მთავრობა 4%-ს გადაუხდის და ამის გამო იყიდოს ბინა, უკვე ნაკლებადსაინტერესოა. ბევრი სხვა მომიჯნავე პრობლემა გაჩნდა დამატებით. შესაბამისად, ამან განაპირობა, რომ სესხების სუბსიდირების პროგრამამ მხიდველი ვერ წაახალისა", - ამბობს კუნელაური.

მისი შეფასებით, ჯანდაცვის სექტორი უნდა აღმოჩნდეს ისეთ მოწინავე დონეზე, რომ მიმდინარე პროცესებსაც გაუმკლავდეს და საზოგადოებაშიც პოზიტიური მუხტის შეტანა შეძლოს.

,,ეპიდემიის დასტაბილურებას მარტივად ვერ შევძლებთ. ჯანდაცვა და შესაბამისი ინსტიტუტები უნდა იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე, რომ  მიმდინარე პროცესებს გაუმკლავდნენ. ეპიდემიური თვალსაზრისით, თუკი მოსახლეობა სტაბილურობას იგრძნობს, ეკონომიკას ნაკლებად შევზღუდავდით და გავაგრძელებდით ცხოვრების ისეთ რიტმს, როგორითაც განვითარებული ქვეყნები აგრძელებენ ცხოვრებას. სამაგიეროდ, გვექნებოდა გარანტია, რომ ინფიცირების შემთხვევაში მაქსიმალურად ვიქნებით ყურადღების ქვეშ, მაგრამ ამის გარანტიას საქართველოში ჯანდაცის სექტორი ვერ იძლევა. მეტიც, უკვე გამოიკვეთა, რომ საწოლი ადგილების პრობლემა შეიძლება შეიქმნას. საბოლოდ ეს იწვევს შიშის, პანიკის განცდას და ადამიანები ყოველგვარი აქტივობისგან თავს იკავებენ, რაც ჯაჭვური რეაქციით ვრცელდება დეველოპერულ ბაზარზეც და იწვევს მოთხოვნის კლებას", - აცხადებს კუნელაური.

ცნობისთვის, 6 ივლისიდან დღემდე გაცემულ იპოთეკურ სესხებში სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციართა წილი კლებას განაგრძობს და წინა კვირასთან შედარებით 0.2 პპ-ით შემცირდა.

ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" ყოველკვირეულ ეკონომიკურ მიმოხილვაში.

დოკუმენტის მიხედვით, 1-13 ოქტომბრის პერიოდში გაცემული იპოთეკური სესხების წლიურმა ცვლილებამ +37% შეადგინა.

17 სექტემბრის მდგომარეობით, იპოთეკური სესხების 38% სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციარი იყო.

ცნობილია, რომ იპოთეკურ სესხებზე სუბსიდია გაიცემა არაუმეტეს 200 000 ლარიან სესხებზე და სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ მათ, ვინც 01/06/2020 - 01/01/2021 პერიოდში აიღებს იპოთეკურ სესხს ახალ აშენებული ბინის შესაძენად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system