თავში

სუბსიდირების პროგრამის ეფექტი უძრავი ქონების ბაზარზე

სუბსიდირების პროგრამის ეფექტი უძრავი ქონების ბაზარზე
სუბსიდირების პროგრამის ეფექტი უძრავი ქონების ბაზარზე

მიმდინარე მდგომარეობით სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში დაახლოებით 0.7 მლრდ ლარის ახალი იპოთეკა გაიცა, რაც, ივლისის შემდეგ, ჯამური გაცემების დაახლოებთ მესამედია, რაც იმას ნიშნავს, რომ, სუბსიდირების პროგრამის შედეგად, ახალი ბინების დინამიკა სექტემბერ-ნოემბერში პოზიტიურია. 

იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის ეფექტი "თიბისი კაპიტალმა" შეაფასა მის მაკრო-სექტორულ მიმოხილვაში. 

ორგანიზაცია განმარტავს, რომ გაყიდვებში ახალი ბინების წილი ბაზრის 68%-მდე გაიზარდა სუბსიდირების პროგრამის დაწყებამდე, ივნისში ახალი ბინების ფასი (დოლარი) წლიურად დაახლოებით -10%-ით იყო შემცირებული, ხოლო სექტემბერ-ნოემბრის მდგომარეობით, დაახლოებით, 2019 წლის მსგავს ნიშნულს დაუბრუნდა. 

"აღსანიშნავია, რომ ბინების ქირის ფასი, დოლარში, ნოემბრის მდგომარეობით თბილისში წლიურად დაახ. -22%-ით არის შემცირებული. შედეგად, საფიქრებელია, რომ გასაყიდი ფასების ამჟამინდელ ნიშნულზე შენარჩნებაში სუბსიდირების პროგრამამ დიდი როლი ითამაშა სუბსიდირების პროგრამის პირობებში, გაიზარდა გაცემული იპოთეკის პროპორცია ჯამურ გაყიდვებთან. დეველოპერებისთვის შიდა განვადებიდან იპოთეკაზე გადასვლამ ფულადი შედინებების მეტად დაჩქარება და მეტი ლიკვიდურობა უზრუნველყო სუბსიდირების პროგრამის შედეგად ახალ ბინებში გაიზარდა საშუალო & დაბალი სეგმენტის ბინების წილი, შემცირდა პრემიუმ ბინების წილი. გაიზარდა ან ნაკლებ შემცირდა გაყიდვები შედარებით იაფ უბნებში (გლდანი, სამგორი, ნაძალადევი), გაიზარდა 100კვ.მ-ზე ნაკლები ფართის ბინების გაყიდვა," - განმარტებულია მიმოხილვაში. 

შეგახსენებთ, იპოთეკურსი სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის ვადა 1 კვირაში იწურება. დეველოპერული კომპანიები კი მის გაგრძელებას ითხოვენ. მათი თქმით, კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბიზნესისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. დეველოპერების მტკიცებით, ამ პროგრამით მოგებაშია როგორც კერძო სექტორი ისე თავად სახელწიფო, რადგან ამ სექტორის დაფინანსება მომგებიანი და მაღალი უკუგების ინვესტიციაა.

საქართველოს მთავარი ბანკირი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე, ამბობს, რომ ქვეყანას მომავალ წელს დამატებითი სუბსიდირების რესურსი არ აქვს..

ოთხ თვესა და ორ კვირაში 5,636 იპოთეკური სესხი დასუბსიდირდა. ამ სესხების ჯამური მოცულობა შეადგენს დაახლოებით 543 მილიონ ლარს. ამ პერიოდის განმავლობაში ყველაზე პიკური თვე სექტემბერი იყო, როდესაც ჯამში 1,765 სესხი დასუბსიდირდა ჯამში 169 მილიონი ლარის ოდენობით.

რაც შეეხება სესხების საშუალო მოცულობას, აღნიშნული მაჩვენებელი მერყეობს 89 ათასი ლარიდან 110 ათას ლარამდე. აღნიშნულიდან გამომდინარე სუბსიდირების პროგრამა ძირითადად ეხმარება საცხოვრებელი ბაზრის ეკონომ სეგმენტს.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ჯამურად ამ პერიოდის განმავლობაში გაცემულ იპოთეკურ სესხებში სუბსიდირებულ სესხებს 30-35% უკავია.

სუბსიდირების პროგრამას, საქართველოში არსებულ კომერციულ ბანკებთან ერთად, ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“. პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთს 4%-მდე ასუბსიდირებს. სუბსიდია შეეხება იპოთეკური სესხის ყველა იმ ხელშეკრულებას, რომელიც დაიდება 2020 წლის ბოლომდე და გაგრძელდება 5 წლის ვადით. იპოთეკური სესხის მაქსიმალური ოდენობა არის 200 000 ლარი. სესხის მიზნობრიობა კი, აუცილებლად უნდა იყოს დეველოპერული კომპანიის პირველადი საცხოვრებელი უძრავი ქონების შეძენა.

შეგახსენებთ,2020 წელს მოქმედი სამშენებლო სექტორის მხარდამჭერი იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის გარდამავალი ხარჯი 35,0 მლნ ლარია.

მთავრობა იპოთეკური სესხების სუბსიდირების გაგრძელებას არ გეგმავს.

საქართველოს მთავრობის მონაცემებით, იპოთეკური სესხების სუსბსიდირების პროგრამის ფარგლებში სექტემბრის ჩათვლით 364 მილიონი ლარის სესხები გაიცა. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის თანახმად, პროგრამით სულ 3,823 მსესხებელმა ისარგებლა.

შეგახსენებთ, შეგახსენებთ, იპოთეკურ სესხებზე სუბსიდია გაიცემა არაუმეტეს 200 000 ლარიან სესხებზე და სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ მათ, ვინც 01/06/2020 - 01/01/2021 პერიოდში აიღებს იპოთეკურ სესხს ახალ აშენებული ბინის შესაძენად.

დადგენილების მიხედვით, ძალაშია ჩამკეტი მექანიზმი, თუ რეფინანსირების განაკვეთი 5%-ს გაუტოლდება, სახელმწიფო თანადაფინანსებას წყვეტს. დაფინანსება აღდგება იმ შემთხევვაში, თუ რეფინანსირების განაკვეთი კვლავ 5%-ზე მაღალი იქნება.

წესების მიხედვით, განსაზღვრულია ფიქსირებულ და ცვლად განაკვეთში იპოთეკური სესხების გაცემის მოდელი. ორივე შემთხვევაში თანადაფინანსების წილი არა უშუალოდ 4%, არამედ „არაუმეტეს 4%-ია“. შესაძლებელია სხვადასახვა პერიოდის განმავლობაში მთავრობის თანადაფინანსება აუცილებლად 4%-ის ტოლი არ იყოს.

ფიქსირებული განაკვეთის სესხების შემთხვევაში თანადაფინანსების სტრუქტურა გამოითვლება ფორმულით - ხელშეკრულების გაფორმების დროს არსებულ რეფინანსირების განაკვეთს მინუს 4.25%-ით. ეს დღეს არსებულ ვითარებაში 8.25%-ს მინუს 4.25%-ია, რაც 4%-ს შეადგენს. იმ შემთხვევაში თუ წლის ბოლომდე რეფინანსირების განაკვეთი შემცირდება და მაგალითად 8% გახდება, მაშინ თანადაფინანსების პროცენტი 4%-ის ნაცვლად 3.75% იქნება.

პროგრამის ბიუჯეტი 70 მლნ ლარია.

სააგენტომ "აწარმოე საქართველოში“ იპოთეკური კრედიტების მხარდამჭერ პროგრამა დაიწყო. პროგრამა მოიცავს ორ კომპონენტს - კომერციულ ბანკში აღებული სესხის პროცენტის თანადაფინანსების ნაწილი და კომერციულ ბანკში აღებული იპოთეკური კრედიტის საგარანტიო ნაწილი. აღნიშნული კომპონენტებით სარგებლობა ერთ სესთან მიმართებით შესაძლებელია, როგორც ცალ-ცალკე, ასევე პარალელურად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system