თავში

სუბსიდირებულია 614 500 000 ლარზე მეტის იპოთეკური სესხი

სუბსიდირებულია 614 500 000 ლარზე მეტის იპოთეკური სესხი
სუბსიდირებულია 614 500 000 ლარზე მეტის იპოთეკური სესხი

სახელმწიფოს მხრიდან იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამის დასრულებამდე დარჩენილია ერთი თვე. პროგრამის ფარგელბში თანადაფინანსებით უკვე გაცემულია 6 000-ზე მეტი სესხი, რომელთა ჯამური მოცულობა 614 500 000 ლარზე მეტია. საქართველოს მოქალაქეებისთვის პირველი ივლისიდანაა ხელმისაწვდომი. 

სუბსიდირების პროგრამას, საქართველოში არსებულ კომერციულ ბანკებთან ერთად, ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“. პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთს 4%-მდე ასუბსიდირებს. სუბსიდია შეეხება იპოთეკური სესხის ყველა იმ ხელშეკრულებას, რომელიც დაიდება 2020 წლის ბოლომდე და გაგრძელდება 5 წლის ვადით. იპოთეკური სესხის მაქსიმალური ოდენობა არის 200 000 ლარი. სესხის მიზნობრიობა კი, აუცილებლად უნდა იყოს დეველოპერული კომპანიის პირველადი საცხოვრებელი უძრავი ქონების შეძენა.როგორ პასუხობს ბიზნესი ამ ინციატივას?

„პანდემიის პერიოდში, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა ციფრული პროცესების განვითარება. სწორედ ამიტომ, სახელმწიფოს მხრიდან ინიცირებული იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამის პოპულარიცაზიისთვის შევქმენით პლატფორმა SUBSIDIREBA.GE , რომელიც აერთიანებს ამ თემასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ინფორმაციას ერთ სივრცეში, რაც ცხადია მომხმარებლებლისთვის ძალიან დიდი კომფორტია. კერძოდ კი ამარტივებს და რაც მთავარია ასწრაფებს უძრავი ქონების ძიებისა და იპოთეკური სესხის აღების გრძელ პროცესს,“ - აცხადებს AREA.GE-ს ბიზნეს განვითარების ხელმძღვანელი სალომე ტყეშელაშვილი.

AREA.GE-სა და საქართველოს ბანკის პარტნიორობის ფარგლებში პლატფორმებიდან AREA.GE და SUBSIDIREBA.GE მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს დისტანციურად გააგზავნოს იპოთეკური სესხის მოთხოვა. მოთხოვნის გაგზავნის შემდეგ 1 სამუშაო დღის ვადაში „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელი დაუკავშირდება მათ და დაასრულებს იპოთეკური სესხის აღების პროცედურას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system