თავში

"სუფთა თეფში" - ჩინეთში კამპანია წამოიწყეს

"სუფთა თეფში" - ჩინეთში კამპანია წამოიწყეს
სუფთა თეფში - ჩინეთში კამპანია წამოიწყეს

საკვების ნარჩენების შესამცირებლად, ჩინეთში წამოიწყეს კამპანია, რომელსაც „სუფთა თეფში“ ჰქვია. კამპანიის მთავარი გზავნილია, ადამიანებმა არ შეიძინონ და არ შეუკვეთონ იმაზე მეტი საკვები, ვიდრე სჭირდებათ.

ვუჰანის კვების ინდუსტრიის ასოციაციამ რესტორნებს მოუწოდა, მომხმარებლებისთვის შეზღუდონ შესაკვეთი საკვების რაოდენობა. უფრო ზუსტად, - ადამიანთა ჯგუფს მისცენ იმაზე ერთით ნაკლები საკვების შეკვეთის უფლება, ვიდრე - ადამიანების რაოდენობა იქნება. მაგალითად, თუ რესტორანში სავახშმოდ 10 ადამიანი შევა, მხოლოდ 9 ულუფის შეკვეთის უფლება ექნებათ.

ცოტა ხნით კიდევ უფრო ადრე რესპუბლიკის ლიდერი, სი ძინპინი ამბობდა, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელებით, სწორედ საკვების ნარჩენების საგანგაშოდ ზრდის პრობლემა წარმოჩინდა.

ცნობისთვის, ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა ჩინეთში, საკვების ნარჩენების შესამცირებლად, კამპანია წამოიწყეს. ჯერ კიდევ 2013 წელს ამავე მიზნით კამპანია „ოპერაცია სუფთა თეფში“ გააქტიურდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system