თავში

სურსათის ფასის დაზღვევა მთავრობას 10 მილიონი დაუჯდება

სურსათის ფასის დაზღვევა მთავრობას 10 მილიონი დაუჯდება
სურსათის ფასის დაზღვევა მთავრობას 10 მილიონი დაუჯდება

პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი 10 მილიონი ლარია და მისი ამოქმედების შედეგად, მთავრობის მიერ შერჩეულ 9 დასახელების სასურსათო პროდუქტზე ფასები სუბსიდირების გზით უცვლელად შენარჩუნდება.  ესაა: ბრინჯი, ლობიო, მაკარონი, წიწიბურა, შაქარი, ხორბალი, ფქვილი, ზეთი და რძის ფხვნილი.

პროექტის დადგენილება უკვე გამოქვეყნდა.

"საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ასიგნებებიდან გამოიყოს 10 000 000 ლარი და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინადადებების საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს 2020 წლის ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება. დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული „პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამის“ განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს დაევალოს, წერილობითი მიმართვის შემთხვევაში მისცეს უფლება ა(ა)იპ – სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს, საქართველოში რეგისტრირებულ კომერციულ ბანკებში გახსნას საბანკო ანგარიშები,"- ნათქვამია დადგენილებაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system