თავში

სურსათის გაძვირება გაგრძელდება

სურსათის გაძვირება გაგრძელდება
სურსათის გაძვირება გაგრძელდება

იმპორტიორების ინფორმაციით, გლობალური ტენდენცია გავლენას ადგილობრივ ბაზარზეც მოახდენს და ფასები თითქმის ყველა ძირითად პროდუქტზე გაიზრდება. საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია report.ge-თან აღნიშნავს, რომ საერთაშორისო ფასის გარდა, პროდუქტის ღირებულებაზე მოქმედებს ლარის კურსი და საწვავის ხარჯი, რაც ასევე არასახარბიელოა და გაძვირების საფუძველს ქმნის. 

,,გლობალურ ბაზრებზე ფასები გაზრდილია, თუმცა საგანგაშო მონაცემი არ არის. FAO-ს ფაქსების ინდექსის მიხედვით, ფასები აგვისტოში წინა თვესთან შედარებით, მცირედით არის მომატებული, თუმცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდტან შედარებით, დიდი კლებაა. პირველი მთავარი ფაქტორი, რაც საქართველოში პროდუქტის ფასზე აისახება, ლარის კურსია. შესაბამისად, წლიდან წლამდე კურსი საკმაოდ სერიოზულ დევალვაციას განიცდის, ამიტომ ვიღებთ იმ შედეგს, რად დღესაა. ცხადია, პროდუქტის ნედლეულის ფასიც სავალუტო ცვლილებაზეა დამოკიდებული. როგორც წესი, ვაჭრობა ევროში მიმდინარეობს, როგორც სხვა ეროვნული ვალუტების, ასევე ლარის მიმართაც ევრო მყარდება, რის გამოც იმპორტის ხარჯი მატულობს. ამას ემატება საერთაშორისო ფასიც და ვიღებთ იმ მოცემულობას, როგორიც დღეს სამომხმარებლო ბაზარზეა. ველდოებით, რომ აფსები მოიმატებს, მაგრამ რა მაჩვენებლით და კონკრეტულად რა პერიოდიდან, ამაზე ჯერჯრჯერობით ვერ ვისაუბრებთ. ფასები მიბმულია ეროვნული ვალუტის კურსზე. ბოლო 6 წლის განმავლობაში მხოლოდ აღმავალი ტრენდია ფასებში. ლარი კიდევ უფრო თუ არ გაუფასურდა (რის ალბათობაც ძალიან მცირეა), ფასის შენარჩუნებას მეტნაკლებად მოვახერხებთ, მაგრამ ამის შანსი თითქმის აღარ არის. ჩვენ ვითვალისწინებთ ასევე საწვავის ფასსაც, რაც ბოლო პერიოდში 7-8%-ის ფარგლებშია გაძვირებული, ხოლო ლოჯისტიკა პირდაპირ დისტრიბუციაზეა მიბმული", - აცხადებს ივა ჭყონია. 

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის, FAO-ს ფასების ინდექსის აგვისტოს თვის მონაცმებში აღნიშნულია, რომ ივლისთან შედარებით 2%, ხოლო, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 7%-თაა მომატებული მარცვლეულის ფასების ინდექსი. სორგოზე ფასი 8.6%-ით გაიზარდა და 33.4 ქულა შეადგინა. შაქრის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 6.7%-ია. ხოლო მცენარეულის ზეთზე ფასები წინა, ივლისის, თვესთან შედარებით 5.9%-ით გაიზარდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system