თავში

სურსათის გაძვირების დინამიკა

სურსათის გაძვირების დინამიკა
სურსათის გაძვირების დინამიკა

კვლავ მაღალია სურსათის ინფლაცია. ივლისში ამ მაჩვენებელმა 11.4% შეადგინა. სურსათის ფასები სეზონურობის, მოსავლიანობის და სხვადასხვა ფაქტორის ზეგავლენით, მაღალი მერყეობით ხასიათდება, რაც, მთლიან სამომხმარებლო კალათაში სურსათის დიდი წონის (28%) გამო, მნიშვნელოვნად მოქმედებს ინფლაციის მაჩვენებელზე.

ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ-ი) აგვისტოს მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში.

დოკუმენტის მიხედვით, ივლისის 5.7%-იანი ინფლაციიდან სურსათზე 3.0 პპ მოდიოდა, საიდანაც მხოლოდ ყველზე, ვაშლსა და ხორცზე - 1.1 პპ. 

ივლისში იმპორტირებული, ადგილობრივი, და შერეული საქონლის ინფლაციამ შესაბამისად 2.4%, 6.2% და 7.0% შეადგინა.

სებ-ის განმარტებით, იმპორტირებული საქონლის შედარებით დაბალი ინფლაცია, საწვავზე ფასების შემცირებით აიხსნება. საწვავის გამორიცხვით იმპორტირებული საქონლის ინფლაცია 9.0%-ს შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system