თავში

სურსათის სააგენტოში მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის ექსპორტი განიხილეს

სურსათის სააგენტოში მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის ექსპორტი განიხილ
სურსათის სააგენტოში მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის ექსპორტი განიხილეს

სურსათის ეროვნულ სააგენტოში წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ექსპორტიორებთან შეხვედრა გაიმართა. სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ექსპორტიორებს არსებულ საკანონმდებლო მოთხოვნებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

საექსპორტო სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, სააგენტოს წარმომადგენლებს აქტიური კომუნიკაცია აქვთ ექსპორტიორ კომპანიებთან, რათა შეუფერხებლად განხორციელდეს ცოცხალი ცხოველების ექსპორტი და მაქსიმალურად იყოს დაცული არსებული საკარანტინო მოთხოვნები.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის, ვასილ ბასილაძის, განცხადებით, სააგენტოს მიერ მოწესრიგებულია საკანონმდებლო და ტექნიკური საკითხები, რაც ხელს შეუწყობს ცოცხალი ცხოველების საექსპორტო პოტენციალის ზრდას.

შეხვედრას ესწრებოდა მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე ბექა გონაშვილიც, რომელმაც ხაზი გაუსვა ბიზნესსექტორის ინფორმირების მნიშვნელობას.

საქართველოდან ცოცხალი ცხოველების (წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვი) ექსპორტი ხორციელდება აზერბაიჯანში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ერაყში, საუდის არაბეთში, ქუვეითში, ყატარში, ბაჰრეინსა და ომანში. მიმდინარე წელს 71 300 მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვია ექსპორტირებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system