თავში

სურსათის წლიური ინფლაცია 9.1%-ზეა

სურსათის წლიური ინფლაცია 9.1%-ზეა
სურსათის წლიური ინფლაცია 9.1%-ზეა

წინა თვეებთან შედარებით შემცირდა, თუმცა ჯერჯერობით კვლავ მაღალია სურსათის წლიური ინფლაცია, სურსათის წლიური ინფლაცია. აგვისტოში სურსათის ფასების წლიურმა ინფლაციამ 9.1 პროცენტი შეადგინა. 

წლიური მაჩვენებლების მიხედვით, ხანმოკლე, საშუალო და ხანგრძლივი მოხმარების საქონელზე ფასებმა, შესაბამისად, 5.6, 4.4 და 9.2 პროცენტით მოიმატა. მომსახურება 2.7 პროცენტით გაძვირდა.

აგვისტოს 4.8 პროცენტიანი ინფლაციიდან სურსათზე 2.4 პპ მოდიოდა (დიაგრამა 1.6.2), საიდანაც მხოლოდ ყველზე, ვაშლსა და ხორცზე - 0.8 პპ. სხვა პროდუქტებიდან წლიურად 13.4 პროცენტით გაძვირებული სიგარეტის (წვლილი ინფლაციაში 0.4 პპ) და მსოფლიო ბაზარზე ოქროზე ფასის მატებით გამოწვეული ქორწინების ოქროს ბეჭდის 41.6 პროცენტით გაძვირებაა (წვლილი ინფლაციაში 0.2პპ) გამოსარჩევი. აგვისტოში წლიურ ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით ყველაზე მეტად, 0.8 პპ-ით, ბენზინის 22.5 პროცენტით გაიაფებამ იმოქმედა. ხოლო დიზელის საწვავი 21.6 პროცენტით გაიაფდა (-0.2პპ-იანი წვლილი ინფლაციაში). საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს გამორიცხავს, 5.2 პროცენტამდე მოიკლო.

წლიური მაჩვენებლების მიხედვით, ხანმოკლე, საშუალო და ხანგრძლივი მოხმარების საქონელზე ფასებმა, შესაბამისად, 5.6, 4.4 და 9.2 პროცენტით მოიმატა. მომსახურება 2.7 პროცენტით გაძვირდა.

რომელი პროდუქტი რამდენი პროცენტითაა გაძვირებული აგვისტოში იხილეთ ცხრილში:

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system