თავში

სურსათში ტრანსცხიმის კვლევისას დარღვევები არ გამოვლინდა - სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათში ტრანსცხიმის კვლევისას დარღვევები არ გამოვლინდა
სურსათში ტრანსცხიმის კვლევისას დარღვევები არ გამოვლინდა - სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათში ტრანსცხიმის განსაზღვრის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა დასახელების სურსათის (სპრედი, მარგარინი, საკონდიტრო ნაწარმი, ჩიფსი, მაიონეზი, რძის შემცველი პროდუქტი) 40 ნიმუში აიღეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დარღვევა არ გამოვლინდა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის, ვასილ ბასილაძის განცხადებით, დარღვევების მინიმუმამდე შემცირება იმ კომპლექსური მიდგომის შედეგია, რომელსაც სააგენტო ახორციელებს.

მათი ინფორმაციით, რისკის შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე გააქტიურდა ბიზნესსექტორთან კომუნიკაცია და გაიზარდა აღებული ნიმუშების რაოდენობა.

„სურსათში ტრანსცხიმის შემცველობის განსაზღვრის მიზნით გამოკვლეულია:

2017 წელს - 136 ნიმუში, დარღვევა- 13 (მცენარეულ ცხიმზე დამზადებული საკონდიტრო ნაწარმი); 2018 წელს - 210 ნიმუში, დარღვევა -3 (შოკოლადის კანფეტი, თაფლაკვერი); 2019 წელს - 150 ნიმუში, დარღვევა-6 (კანფეტი, ვაფლი, მდნარი მცენარეული ცხიმი); 2020 წელს - 134 ნიმუში, დარღვევა - 2 (მდნარი მცენარეული ცხიმი, მოჭიქული კანფეტი). მიმდინარე წელს დაგეგმილია 124 ნიმუშის გამოკვლევა“,-აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system