თავში

სვანეთში მდინარემ გზის ნაწილი წაიღო

სვანეთში მდინარემ გზის ნაწილი წაიღო
სვანეთში მდინარემ გზის ნაწილი წაიღო

დაუზუსტებელი ინფორმაციით, რამდენიმედღიანი გადაუღებელი ძლირი წვიმის გამო სვანეთში 2 მცირე ჰესის მიმდებარე ტერიტორია დაზიანდა. ამის შესახებ report.ge-ს სვანეთის მკვიდრმა აცნობა. მისივე ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტში ადიდებულმა წყალმა გზის მცირე მონკვეთი წაიღო.

"უკვე გზაში ვარ და ადგილზე მისვლისთანავე მოგაწოდებთ ფოტო მასალასაც და გაგაცნობთ დეტალურად ინფორმაციას," - განუცხადეს report.ge-ს.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტში, ადიდებულმა წყალმა გზის ნაწილი წაიღო, სტიქიამ პრობლემები შექმნა ქვემო სვანეთშიც, ლენტეხშიც. სოფელ ტვიბთან მდინარე ადიდდა და გზას საფრთხე შეუქმნა. დასახლებებში სრულმასშტაბიანი აღდგენითი სამუშაოების დასაწყებად გამოდარებას და მდინარეებში წყლის დონის დაწევას ელოდებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system