თავში

"სვეტის" დაზარალებული 2500 ოჯახი ბინებით დაკმაყოფილდება

"სვეტის" დაზარალებული 2500 ოჯახი ბინებით დაკმაყოფილდება
სვეტის დაზარალებული 2500 ოჯახი ბინებით დაკმაყოფილდება

"სვეტის" დაზარალებული 2500 ოჯახი ბინებით დაკმაყოფილდება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"მოკლედ, თბილისის მერიის, კომპანია m2-ის და ასევე, საინიციატივო ჯგუფის აქტიური მუშაობით, პროცესში ასევე, იმედის დაკარგვით ხანდახან, მაგრამ ყოველთვის გაგრძელების და საქმის ბოლომდე მიყვანის სურვილით, დღეს ეს პრობლემა მოგვარებულია. 2500-მდე დაზარალებული ოჯახის საკითხი გადაწყვეტილია. დიდი მადლობა ამ ოჯახების სახელით მინდა გადავუხადო პირველ რიგში, საინიციატივო ჯგუფს, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სამშენებლო კომპანია m2-ს, ძალიან დიდი მადლობა პროკურატურას, ფინანსთა სამინისტროს, ფინანსურ პოლიციას. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფო უწყებების ერთობლივი მუშაობით, ადამიანების ჩართულობით პრობლემის გადაწყვეტა, რომელიც აწუხებდა ამ 2500-მდე ოჯახს," - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, უახლოეს მომავალში დედაქალაქის მთავრობა იზრუნებს სხვა სამშენებლო კომპანიების მიერ დაზარალებულთა ზარალის ანაღაურებაზეც. მისი განმარტებით, საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია

"დაწყებული გვაქვს მუშაობა იმისთვის, რომ „ცენტრ პოინტის“ პრობლემაც მოგვარდეს და დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით და იმ შემართებით, რაც მერიის თითოეულ თანამშრომელს აქვს, ეს პრობლემაც ანალოგიურად იქნება მოგვარებული, როგორც ეს იყო „სვეტის“ მიერ დაზარალებულების შემთხვევაში. ამ 2500 ოჯახის მსგავსად, არიან ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა სამშენებლო კომპანიების მიერ არიან დაზარალებულები. ამის ერთ-ერთი მაგალითია „ცენტრ პოინტის“ საკითხი, რომელზეც აქტიურად ვმუშაობთ და მჯერა, რომ აუცილებლად მივიყვანთ ამ საქმეს ბოლომდე და როგორც თქვენს შემთხვევაში დადებითად და წარმატებით განხორციელდა ეს მოლაპარაკებები, ანალოგიური მიდგომა იქნება „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულების მიმართ," - აღნიშნა კალაძემ

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system