თავში

ტაილანდი ტურისტებისათვის გადასახადს აწესებს

ტაილანდი ტურისტებისათვის გადასახადს აწესებს
ტაილანდი ტურისტებისათვის გადასახადს აწესებს

ტაილანდი აპრილიდან ტურისტული გადასახადის შემოღებას გეგმავს. შემოსული თანხა ქვეყნის ტურისტული ობიექტების განვითარებას მოხმარდება. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ Bangkok Post წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ტაილანდში ჩასულ ტურისტებს 300 ბატის (9 აშშ დოლარი) გადახდა მოუწევთ. 

მთავრობის სპიკერმა, ტანაკონ ბუნკონგვანჩანმა განმარტა, რომ თანხა ტურისტული ატრაქციონების განვითარებას და სამოგზაურო შემთხვევის  დაზღვევის დაფარვას მოხმარდება.  მისი განმარტებით, ქვეყანა დადგა ისეთი ვითარების წინაშე, როდესაც დაზღვევა არ ფარავდა ტურისტების ხარჯებს და მათზე ზრუნვა სამეფოს ტვირთად იყო ქცეული.

ტაილანდი წელს  5-დან 15 მილიონამდე უცხოელი ტურისტის მისაღებად ემზადება. მოსალოდნელია, რომ უცხოელი ტურისტები წელს ქვეყანას 800 მილიარდი ბატის (თითქმის 24 მილიარდი დოლარი) შემოსავალს მოუტანენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system